სოფლად ნაკლებად დაბინძურებულია გარემო ამერიკის ჯობ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩატარებული მასშტაბური კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს მეტად აქვთ საკვებზე ალერგია (ძირითადად რძეზე, კვერცხზე, არაქისზე), ვიდრე ქალაქგარეთ მცხოვრებთ. ქალაქში მცხოვრები ბავშვების 10%-ზე მეტს აქვს საკვებზე ალერგია. ბავშვებს, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ცხოვრობენ, გაცილებით უფრო ხშირად აქვთ არაქისის, რძის, კვერცხის თუ ზღვის პროდუქტების აუტანლობა.
ბავშვებს, რომლებიც ნაკლებ დასახლებულ რაიონებში ცხოვრობენ, თითქმის რვაჯერ უფრო იშვიათად აქვთ იგივე პრობლემები. სოფლად ნაკლებად დაბინძურებულია გარემო, ასევე ბავშვის რაციონში იმ პროდუქტების ნაკლები მრავალფეროვნებაა, რომლებში სხვადასხვა ქიმიური დანამატი თუ კონსერვანტი იქნება – ეს უკანასკნელები გაცილებით უფრო ხშირად ახდენენ ალერგიის პროვოცირებას.