დამატებითი საკვების ცხრილი
mshoblebi

mshoblebi
ეს საუკეთესო საშუალებაა ბავშვის იმუნური სისტემისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის გასავითარებლად.
დამატებითი საკვები მიცემა პატარას ნახევარი ჩაის კოვზით უნდა დააწყებინოთ. ყურადღებით დააკვირდით მის რეაქციას. ყოველი ახალი პროდუქტი მიეცით წინა პროდუქტის წარმატებით შეთვისებიდან 7-10 დღის შემდეგ. თანამედროვე სპეციალისტები ბავშვისთვის დამატებითი საკვების მიცემას 6 თვიდან გვირჩევენ.
დამატებითი საკვების ცხრილი

6 თვე
mshoblebi
ბოსტნეული
პირველი დამატებითი კვებისთვის საუკეთესო ვარიანტია ბოსტნეულის პიურე. ეს შეიძლება იყოს ყაბაყი ან ყვავილოვანი კომბოსტო. ისინი ადვილად შეთვისებად პროდუქტებს მიეკუთვნებიან და არ იწვევენ ალერგიას. ბოსტნეული
შეგიძლიათ ორთქლზე მოხარშოთ და დააბლენდეროთ. დამატებითი კვება უნდა მისცეთ ბავშვს
ნელ-ნელა და გაუზარდოთ 150-170 გრამამდე. დამატებითმა საკვებმა შეიძლება ძირითადი კვება შეცვალოს.
mshoblebi
ბრინჯი
თხელი ბრინჯის ფაფა გაქნილი ერთგვაროვან მასად საუკეთესო ვარიანტია 6 თვის ბავშვისთვის პირველი დამატებითი საკვების მისაცემად. ამასთანავე, ის სასარგებლოა საჭმლის მოსანელებელი ორგანოებისთვის და თანაც ნოყიერია. ბავშვის პირველი ულუფა ჩაის კოვზის 1/2-ს უნდა შეადგენდეს. მისი გაზრდა 150 გრამამდე შეგიძლიათ. უკვე წლამდე ასაკის ბავშვისთვის _ 200 გრამამდე.
7 თვე
mshoblebi
კარტოფილი და სტაფილო
მონოკომპონენტების პიურე შეგიძლიათ ორი ინგრედიანტით შეცვალოთ. სტაფილოსა და კარტოფილის პიურე თქვენს პატარას ენერგიით აავსებს. ულუფა ნელ-ნელა გაზარდეთ 100-150 გრამამდე. ყურადღებით დააკვირდით ბავშვის ორგანიზმის რეაქციას.
mshoblebi
ფაფა
სასარგებლო ფაფა ბავშვის რაციონს გაამრავალფეროვნებს. პედიატრები ბავშვებისთვის არაგლუტენური ფაფების სამეულს გვთავაზობენ: ბრინჯი, წიწიბურა და სიმინდის ფქვილი. ბრინჯის ფაფა პატარისთვის უკვე ნაცნობია ახლა წიწიბურა გაასინჯეთ, შემდეგ _ სიმინდის ფქვილის ფაფა. 3-4 კვირის განმავლობაში მან ბავშვის ძირითადი კვება უნდა ჩაანაცვლოს. ულუფის დოზაა: 150-170 გრამი.
mshoblebi
ხორცის პიურე
ხბოს, ქათმის ან ინდაურის ხორცის პიურე საუკეთესო დანამატი იქნება ბავშვისთვის ბოსტნეულისა და ფაფების პარალელურად. თავდაპირველად ჩაის კოვზის მეოთხედი შესთავაზეთ. თანაც, უკვე ნაცნობ კერძებში დაუმატეთ. თანდათანობით ხორციანი კერძის პორცია 50 გრამამდე გაზარდეთ. თუმცა, პორციის სწრაფ გაზრდას ნუ იჩქარებთ.
8 თვე
mshoblebi
ბოსტნეული
ბროკოლი და გოგრა შეგიძლიათ ბავშვისთვის საყვარელ ყველა კერძს დაუმატოთ. ამ პერიოდში ბავშვის კვების მიმართ ჯერ კიდევ სიფრთხილე გმართებთ. დააკვირდით მისი ორგანიზმის რეაქციებს. ნელ-ნელა გაუზარდეთ ულუფა 170 გრამამდე. მომავალში ეს ბავშვისთვის სრულყოფილი კვება გახდება, მცირეოდენ ხორცის პიურესაც თუ დაუმატებთ.
mshoblebi
შვრიის ფაფა
სასარგებლო ფაფა ბავშვის რაციონში 8 თვის ასაკიდან უნდა ჩართოთ. ის მდიდარია მზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებით. თავდაპირველად შვრიის ფაფის ნახევარი ჩაის კოვზი გაასინჯეთ. უკვე 12 თვისთვის ულუფა შეგიძლიათ 200 გრამამდე გაზარდოთ.
mshoblebi
კვერცხი
კვერცხის გულის მიცემა 8 თვიდან დაიწყეთ. თავდაპირველად მისი მცირე რაოდენობა შეგიძლიათ ფაფაში ან ბოსტნეულის პიურეში დაუმატოთ. დოზა ნელ-ნელა გაზარდეთ 1/4-მდე. 12 თვის ბავშვისთვის კვერცხის გულის დღიურმა ულუფამ 1/2 უნდა შეადგინოს.
mshoblebi
ხილის პიურე
გამომცხვარი ვაშლის პიურე ან უკვე მზა პიურე თავდაპირველად ჩაის კოვზის ნახევარი მიეცით პატარას. 1 კვირის შემდეგ ულუფა გაზარდეთ. თუ პატარამ ვაშლის ფაფა კარგად გადაიტანა, შეგიძლიათ მსხლისაც გაასინჯოთ. 1 წლისთვის პატარას ხილის პიურეს ერთჯერადი კვება 200 გრამს უნდა შეადგენდეს.
mshoblebi
ზეთი
ზეითუნის ზეთი მდიდარია ვიტამინებით. ის აუცილებელი კომპონენტია ბავშვის ფიზიკური და განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. 5 წვეთი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ ფაფაში ან ბოსტნეულის პიურეში. ეს რაოდენობა საკმარისი იქნება პირველ ჯერზე. ნელ-ნელა ზეითუნის ზეთის რაოდენობა შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზამდე გაზარდოთ.
9 თვე
mshoblebi
რძის პროდუქტები
სპეციალისტები გვირჩევენ, იოგურტი და ხაჭო ბავშვს 9 თვის ასაკიდან გავასინჯოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ დამატებული გემოს გამაძლიერებლები და არომატიზატორები, რამაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ეცადეთ, ბავშვს მხოლოდ ნატურალური პროდუქტი აჭამოთ.
mshoblebi
კარაქი
ცხოველური ცხიმი აუცილებელია ბავშვის კვებისთვის. მცირე რაოდენობით დაუმატეთ ფაფაში. ცივ კარაქს ბუტერბროდის სახით ჯერ ნუ მისცემთ. 1 წლისთვის კარაქის რაოდენობა შეგიძლიათ 10 გრამამდე გაზარდოთ.
10 თვე
mshoblebi
თევზი
თქვენი პატარა უკვე გაეცნო სხვადასხვა პროდუქტს. დროა, ნაკლებცხიმიანი თევზიც გაასინჯოთ. ის მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ვიტამინებით, მათ შორის ომეგა-3-ით. უნდა გახსოვდეთ, რომ თევზი საკმაოდ ალერგიული პროდუქტია. თავდაპირველად ბავშვს ძალიან პატარა ნაჭერი გაასინჯეთ. ნელ-ნელა გაზარდეთ რაოდენობა 30-50 გრამამდე და კვირაში ორჯერ აჭამეთ.
mshoblebi
წვენები
სპეციალური წვენები პატარას რაციონს გაუმდიდრებს, მაგრამ მოერიდეთ კონცენტრირებულ, კოლოფისა და ახალგამოწურულ-გაუზავებელ წვენებს. 1 წლის ბავშვისთვის წვენი რაოდენობა 100 მლ-ზე მეტი არ უნდა იყოს. წვენი სრულყოფილ კვებას ვერ შეცვლი, ის შეიძლება კვებათა შორის მისცეთ პატარას.
11 თვე
mshoblebi
უმი ხილი
ამ პერიოდში პატარას უმი ხილი გაასინჯეთ. თავდაპირველად _ ვაშლი და მსხალი. უპირატესობა თქვენი რეგიონისთვის დამახასიათებელ ხილს მიანიჭეთ და არა ეგზოტიკურს. პატარას ხილი ან დაუბლენდერეთ ან გაუხეხეთ. თუ უკვე კიჭები ამოუვიდა, ხილის პატარა ნაჭერიც შესთავაზეთ.
12 თვე
mshoblebi
ფაფა
თქვენი პატარა პირველი დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადება. მისი მენიუ ყოველდღიურად ახალ-ახალი პროდუქტებით მდიდრდება. მანანის ბურღულისა და ქერის ფაფები ბავშვს რაციონს გაუმრავალფეროვნებს. თუმცა ამ ფაფებს ბავშვს ყოველდღიურად ნუ მოუმზადებთ. კვირაში ერთხელ სრულიად საკმარისი იქნება.
mshoblebi
კენკრა
1 წლის ბავშვი შეგიძლიათ სეზონური კენკრის _ ჟოლო, მოცხარი, მოცვი _ მცირე ულუფით გაანებივროთ. 1-2Kკენკრა  ხაჭოში ჩაუმატეთ. რაოდენობა ნელ-ნელა გაზარდეთ რამდენიმე კოვზამდე. მარწყვისა და ხენდროს გასინჯვა პატარასთვის ჯერ ადრეა, 14-16 თვემდე ნუ აჭმევთ. ის საკმაოდ ალერგიულია და უმჯობესია, თავი შეიკაოთ.
16629
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28