ყველაზე კითხვადი
"დედა, მასწავლე ბედნიერება" - საოცარი წერილი
"დედა, მასწავლე ბედნიერება" - საოცარი წერილი
"დედა…ამ დილით მე წავიკითხე შენი წერილი და მთელი დღე ვერ დავიხსენი თავი მასზე ფიქრისაგან.

ძალიან მინდა შენთვის შევარჩიო საჭირო სიტყვები, რომლებსაც გაიგებდი და აღიქვამდი სწორად.

და მე მივხვდი, დედა, ერთადერთი რაც მინდა გისურვო, — იყავი ბედნიერი…უბრალოდ ბედნიერი. ყველაფერს აკეთებდი ჩემი წარმატებისთვის, რადგან ძალიან გსურდა ჩემი ბედნიერების ხილვა, მაგრამ ხშირად წარმატებულობაში არაა ადამიანის ბედნიერება, არც კარგ ნიშნებში და საზოგადოებრივი სტანდარტების დაკმაყოფილებაში. ბედნიერებაა მიგიღონ სწორედ ისეთი, როგორიც ხარ, ესმოდეთ შენი და თავს გრძნობდე მშვიდად.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ერთი სიტყვით იყო ბედნიერი ამ ყველაფრის კომბინაციაა…და არ უნდა ელოდე
შენს ბავშვურ, მგრძნობიარე ბუნებაზე დარტყმებს, მათ შორის ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან. ისინი მუდმივად ელიან შენგან გახდე განსაკუთრებული, ცხოვრებაში მიაღწიო მოწინავე პოზიციებს – დაწყებული სემესტრული შეფასებიდან, უნივერსიტეტის დიპლომით და პრესტიჟული სამსახურით დამთავრებული.

დედა, უბედური მშობლების შვილი შეუძლებელია იყოს ბედნიერი, გესმის?

მე ყოველდღიურად ვხედავ როგორ ასრულებ სამუშაოს, რომელიც არ გიყვარს, ვხედავ შენს ბუნდოვან, რთულ და ჩახლართულ ურთიერთობას მამასთან, შენს გადამეტებულ ძალისხმევას იყო წარმატებული, აკმაყოფილებდე სოციალურ სტანდარტებს, რასაც მიაქვს შენი სასიცოცხლო ძალების უზარმაზარი მარაგი და არავითარი სიხარული არ მოაქვს შენთვის . შენ არ იღიმი, დაძაბული ხარ, შენი თვალები არ ანათებს, და მე მახსენდება როგორ მეკუმშებოდა გული ყოველ შენს დაძაბულ ამოხვნეშაზე, თუ დედა ასე ცუდად იყო, როგორ უნდა მეგრძნო თავი მე? თუკი დედას — ზრდასრულს, ჩამოყალიბებულს, ძლიერს არ შეეძლო გადარჩენა ამ სამყაროში და არც ის, რომ ყოფილიყო ბედნიერი , ლამაზი, სიცოცხლით სავსე, რაღა უნდა მეფიქრა საკუთარ თავზე, რომელსაც ჯერ კიდევ ცხადი წარმოდგენა არ მქონდა წესრიგზე რომელშიც ვცხოვრობთ?

გაგრძელება
5661
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი