ახდენს თუ არა გავლენას ცოლის გარეგნულ სახეზე ქმრის სოციალური სტატუსი, მისი პროფესია და საცხოვრებელი ადგილი პოპულარული ჩეხი ფოტოგრაფის დიტა პეპეს ამ პროექტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. 1999 წლიდან დაწყებული, ის სხვადასხვა მამაკაცთან იღებდა ფოტოებს, თითქოს მათი ცოლი იყო – ირგებდა იმ სახეს, რაც ამა თუ იმ მამაკაცის ცოლობას შეეფერებოდა. ფოტოსესია სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა და სხვადასხვა დროს.
ახდენს თუ არა გავლენას ცოლის გარეგნულ სახეზე ქმრის სოციალური სტატუსი, მისი პროფესია და საცხოვრებელი ადგილი? დიტას თავისებური პასუხი აქვს ამ კითხვაზე და ძალიან საინტერესოც.
მართლაც საოცარია, როგორ იცვლება ქალი მის გვერდით მყოფი მამაკაცის გავლენით.
ალეში, საცხობის მეპატრონე
ბრანისლავი, მხატვარი-გამფორმებელი
რადომირი, რესტავრატორი
ჰონზა, თეატრის ტექნიკური დირექტორი
სებასტიანი, მხატვარი და მსახიობი
ვიტია, მექანიკოსი
მიხაილი, ფინანსისტი
ტომასი, მეთევზე
გორაკი, მსხვილი კომპანიის დირექტორის თანაშემწე
ლუკასი, მლესავი
ლადისლავი, ბიზნესმენი
დევიდი, ინჟინერ-ელექტრიკოსი
ნოვაკი, ავტომრბოლელი
პატრიკი, ბანკის მენეჯერი
პეტრე, მძღოლი