აცრებზეც არ დაჰყავს იმ იმედით, რომ დედის რძე ყველაფრისგან დაიცავს კიდევ ერთი ქალბატონი გამოჩნდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ძუძუს წოვება საკმაოდ ხანგრძლივად შეიძლება. სამი შვილის დედა, 52 წლის მახა ალ მუზა, 6 წლის ამინას კვლავ ძუძუს აწოვებს. გოგონა სკოლაში დადის, მაგრამ თავის ჩვევაზე უარს არ ამბობს და არც დედა სთხოვს, რომ დაანებოს თავი წოვებას.
ალ მუზა ამაყობს კიდეც თავისი არჩევანით და სჯერა, რომ ძუძუს წოვება მის გოგონას ჯანმრთელობას უნარჩუნებს და როგორც ამბობს, აცრებზეც არ დაჰყავს იმ იმედით, რომ დედის რძე ყველაფრისგან დაიცავს.
თავად ბავშვის თქმით, მას ძალიან მოსწონს წოვების პროცესი და თავადაც სჯერა, რომ ეს მისთვის სასარგებლოა. ყოველ ღამე, დაძინების წინ ის ჩვეულ რიტუალზე უარს არ ამბობს. ამინას თქმითვე, დედის რძეს მხოლოდ 8 წლის ასაკში დაანებებს თავს.
ჩვეულებრივ, ამინას ძილის წინ აწოვებს დედა, მაგრამ თუ სხვა დროს და სხვა ადგილას მოესურვა, არც ამაზე ეუბნება უარს. მისი აზრით, ეს მის შვილს სასიცოცხლო ენერგიით ავსებს.
მახას სამი შვილი ჰყავს. მუცლით ცეკვის ოსტატია და სხვებსაც ასწავლის ამ ცეკვებს. მკაცრ პალეოდიეტაზეა (გამორიცხული აქვს რაციონიდან ყველა "არაბუნებრივი" საკვები), შინაური მშობიარობის მომხრეა და სამივე შვილი სახლში, აბაზანაში გააჩინა.