მან პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში აჩვენა, როგორ წვდება სამედიცინო ხელსაწყო ბავშვს ჯერ კიდევ უძველეს დროში არასასურველ ბავშვებს დაუნდობელი მეთოდებით იშორებდნენ თავიდან. განსაკუთრებით - გოგონებს, რადგან სუსტი სქესის ახალშობილები არაერთ ეთნოსში "ზედმეტ ტვირთად" მიიჩნეოდნენ. ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება, თუმცა თუ ადრე ახალშობილებს კედლის გალავნებიდან ისროდნენ, ცივილიზებულმა სამყარომ მათ მოსაშორებლად აბორტი მოიფიქრა.
11-12 კვირის ნაყოფს უკვე ტკივილის შეგრძნებაც აქვს, ხმაურს გაურბის და დედის სხეულში მოხერხებული პოზის დაკავებას ცდილობს, მალე დაძინებასა და გაღვიძებასაც ისწავლის დედასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ციდაა, მის სხეულში უკვე ყველაფერი ჩამოყალიბებულია და მომავალში მხოლოდ ზრდას განაგრძობს. იზრდება იქამდე, სანამ დაბადების დრო მოვა...
სამწუხაროდ, ყველა ნაყოფს როდი უწერია მზის სინათლის ხილვა - ჭკვიანმა ადამიანმა მოიფიქრა, როგორ მოიშორის ის თავიდან ჯერ კიდევ დაბადებამდე.
ამერიკელმა ექიმმა ბერნარ ნატანსონმა, რომელსაც 60 000 აბორტი ჰქონდა გაკეთებული და ერთ დღესაც "გონს მოეგო", კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ნაყოფი გრძნობს სიკვდილის მოახლოებას. მან პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში აჩვენა, როგორ წვდება სამედიცინო ხელსაწყო ბავშვს, ის კი გაურბის ექიმის ბასრ ინსტრუმენტს, უხშირდება გულისცემა, იქნევს ხელებს და აღებს პირს, თითქოს ყვირის... ნატანსონმა ამ მოქმედებას უხმო კივილი უწოდა და თავისი კვლევის შედეგებით თავზარი დასცა მთელ მსოფლიოს. დანარჩენი ვიდეოში იხილეთ.