ფოტოზე ქალი 3 წლის ვაჟს აჭმევს ძუძუს ამერიკელი ჯეიდ ბილი ამაყად აჭმევს ძუძუს სამი წლის ვაჟს და ფოტოებს ასაჯაროებს. თუმცა ამ ფაქტს დიდი სკანდალი მოჰყვა სოციალურ ქსელში. საინტერესოა, რომ თვით მეძუძურ დედას არ გაჰკვირვებია ეს რეაქცია და ამბობდა, რომ იმედიც კი ჰქონდა ამისი.
ჯეიდი პროფესიონალი ფოტოგრაფია. 36 წლის დედამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეიძულებინა საზოგადოება, ემსჯელათ ძუძუთი კვებაზე და იმაზე, რომ დედას შეუძლია, ნებისმიერ ასაკამდე კვებოს ბავშვი ბუნებრივად.
"საზოგადოებაში არ ვაჭმევ ძუძუს, იმიტომ, რომ ამ დროს საშინლად ვგრძნობ თავს – თითქოს რაიმე უკანონოს ჩავდიოდე. არადა, ამით მე უბრალოდ ბავშვს კომფორტს ვუქმნი და ბუნებრივ საკვებს ვაწვდი... აქამდე მაქვს რძე და მასაც ისევ უნდა წოვოს, ამაზე უკეთ არაფერი აწყნარებს... თუ ხანგრძლივი ძუძუთი კვება თქვენ მხოლოდ ნეგატიურ აზრებს აღგიძრავთ, ეცადეთ, არ შეურაცხმყოთ და უბრალოდ გამესაუბროთ. ვისწავლოთ ერთმანეთისგან, გავუგოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს", - წერს ჯეიდი.
ჯეიდის თქმით, მისი ვაჟი, რომელიც ახლა 3-წლინახევრისაა, ჩვეულებრივი საკვებით იკვებება. ძუძუ მისთვის უფრო ფსიქოლოგიური კომფორტია და დამატებითი საკვები. რამდენჯერმე უცდია გადაჩვევა, მაგრამ ვერ ახერხებს. და სხვათა შორის, თავადაც თურმე, ბავშვობაში, 5 წლამდე ძუძუს წოვდა.
ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა – 10 ათასზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა, დანარჩენებმა კი უარყოფითი გამოხმაურებებით შეამკეს. ერთ-ერთმა დედამ ურჩია, შეეშვას ამას, რადგან ძუძუთი დიდხანს კვება სინამდვილეში დედის ფსიქოლოგიური პრობლემების მიმანიშნებელია და მისი ეგოიზმის, ამით ის ბავშვს თავის თავზე დამოკიდებულს ხდის და მომავალში ბევრ ფსიქიკურ პრობლემას შეუქმნის.
ასევე იხილეთ: 52 წლის ქალი 6 წლის შვილს კვლავ ძუძუს აჭმევს