ყველაზე კითხვადი
ამ დიასახლისის ამოძახილმა ათასობით ადამიანი შეძრა. ფრაზები, რომელთა წაკითხვასაც უცრემლოდ ვერ შეძლებთ...
ამ დიასახლისის ამოძახილმა ათასობით ადამიანი შეძრა. ფრაზები, რომელთა წაკითხვასაც უცრემლოდ ვერ შეძლებთ...
ამერიკელი რეიჩელ კესტლბერი ფლორიდის შტატის ქალაქ მასარიკტაუნში ცხოვრობს. ბილი ლინჩთან ერთად სამ არაჩვეულებრივ შვილს.
მარტის დასაწყისში რეიჩელმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა პატარა ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული და ნახევარ მილიონამდე მოწონება დაიმსახურა. ქალი ირწმუნება, რომ ეს ისტორია მას ნაცნობმა ფსიქოლოგმა უამბო, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ასე მან უბრალოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება დიასახლისებისადმი.
mshoblebi
"ფსიქოლოგთან ვიზიტზე ბანკის განერვიულებული თანამშრომელი მივიდა. ექიმის კითხვაზე, თუ რა იყო მისი გაღიზიანების მიზეზი, მამაკაცმა უპასუხა, რომ მას ცოლი ძალიან ცოტა დროს უთმობდა, მუდმივად დაღლილობას იმიზეზებდა. არადა, ცოლი ხომ არ მუშაობდა!
- სად მუშაობთ? - ჰკითხა ფსიქოლოგმა.
- მე ვმუშაობ ბანკში ბუღალტრად.
- თქვენი მეუღლე?
- ის არ მუშაობს.
- ესე იგი თქვენი მეუღლე დიასახლისია?
- დიახ, ის სამ ბავშვს ზრდის.
ფსიქოლოგმა ყურადღებით შეხედა მამაკაცს და განაგრძო:
- ვინ ამზადებს მთელი ოჯახისთვის სადილს?
- ჩემი მეუღლე, იმიტომ, რომ ის არ მუშაობს.
- რომელ საათზე იღვიძებს ყოველ დილით?
- ის ძალიან ადრე დგება. მან ხომ ბავშვებს ჩასაცმელი და საჭმელი უნდა გაუმზადოს. თან სკოლაში არ უნდა დააგვიანონ.
- თქვენი შვილები დამოუკიდებლად დადიან სკოლაში?
- არა, სკოლა საკმაოდ შორსაა ჩვენი სახლიდან, ამიტომ მეუღლეს მიჰყავს მანქანით.
- როგორც მივხვდი, მასვე გამოჰყავს სკოლიდან ბავშვები?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- რითია დაკავებული მეუღლე მაშინ, როდესაც ბავშვები სკოლაში არიან?
- ის უვლის ჩვენს უმცროს შვილს, რომელიც ერთი წლისაა.
- სულ ეს არის?
მამაკაცი ჩაფიქრდა და განაგრძო:
- კიდევ ის მიდის სუპერმარკეტში და ყიდულობს პროდუქტებს, ალაგებს სახლს. როდესაც მოიყვანს ბავშვებს სკოლი
You must have Flash Player installed in order to see this player.
დან - ეხმარება საშინაო დავალებების მომზადებაში.
- როდესაც სახლში ბრუნდებით, რას აკეთებთ?
- რა თქმა უნდა, ვისვენებ, სამსახურში ხომ ძალიან ვიღლები.
- რას აკეთებს ამ დროს თქვენი მეუღლე?
- ის გვიმზადებს ვახშამს, რის შემდეგაც რეცხავს ჭურჭელს და ალაგებს სამზარეულოს.
- ბევრი ადამიანი ყოველივე ამას აღიქვამს ჩვეულ სიტუაციად. მაგრამ როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ცოლი არაფერს აკეთებს და მაინც სულ დაღლილიაო? - ჰკითხა ფსიქოლოგმა.

მამაკაცმა არაფერი უპასუხა. მხოლოდ თვალები აუცრემლიანდა. ამის შემდეგ ადგა, ხელი ჩამოართვა ფსიქოლოგს და უთხრა:
- მადლობა ექიმო... ახლა ყველაფერს მივხვდი... დიდი მადლობა!"

დიასახლისი - ეს არ არის უბრალოდ ქალი. ის ერთდროულად არის ძიძა, დამლაგებელი, მზარეული, მედდა, მასწავლებელი და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი პროფესიის მქონე ადამიანი... დიასახლისს მძიმე, 24-საათიანი სამუშაო აქვს. ამასთან, მას არ აქვს დასვენების დღეები, შვებულებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ბიულეტენზე ყოფნის უფლებაც კი არ აქვს!

ქალი - დიასახლისი შეიძლება შევადაროთ მარილს. როდესაც მარილი სახლში გაქვთ, თითქოს ამაში არაფერია უჩვეულო, მაგრამ თუ ის გათავდება და სადილი უმარილო იქნება, ამას აუცილებლად შეამჩნევს ოჯახის ყველა წევრი. დააფასეთ მამაკაცებო დიასახლისი მეუღლეები!
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (22)
14:39 / 20-01-2017
?!
ეგ ამერიკელ ქალს რომ არ ეთქვა, არ ვიცოდით?!
14:25 / 20-01-2017
??????????????????
-ქალის მკლავებზე ტატუ მომწონს ძალიან და კაცს საყურეები უხდება მაგრად.
15:29 / 16-01-2017
hm
აი ვინ დამაჯერებ რომ სურატზე გამოსახული ქალი რამის მაქნსისია
18:21 / 15-01-2017
vaimee vaimee remixi
მთელი ტანი ნაკოლკებით მოხატული,ფეისბუკზე,ტიტლიკანა პოზირობს,პირსინგები.....და გამოდის და გვმოძღვრავს,თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველი დიასახლისი....
20:28 / 13-01-2017
სოფო
თუ ძიძასაც აიყვან, რეპეტიტორსაც, დამლაგებელსაც და მზარეულსაც მაშინ საერთოდ შვილი რად გინდა!!! იმისთვის რომ სათქმელი ჰქონდეთ ზოგიერთებს ყველაფერს ვასწრებო
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
22.01.2017
"ქალაქში მხვდებოდა, ვიცოდი რომ მამაჩემი იყო, მაგრამ არასდროს მაღიარებდა, არასდროს მოსულა ჩემთან..."
16.01.2017
"მართლა დავიჯერე, რომ ძუძუს ჭმევის მეტი აღარაფერი ვიცოდი. ახლა ასე აღარ ვარ..."
12.01.2017
"მიუხედავად იმისა, რომ შვილებს დღესაც ქალი ზრდის, კვებავს, საფენებს უცვლის, ღამეებს უთენებს – ისინი მაინც მამის საკუთრებად ითვლებიან..."
10.01.2017
გადით ქუჩაში და შეეცადეთ აღმოაჩინოთ ერთი სუფთად ჩაცმული მამაკაცი
08.01.2017
"დაკავებული დედის ან შემდგარი დედის სახე ბავშვისთვის ბევრად უფრო მეტის მომცემია..."
08.01.2017
"არ ვიზიარებ, რომ რაღაც ასაკის მერე ბავშვები აჰყავთ, რათა სიბერეში მომვლელი ჰყავდეთ. ეს დიდი შეურაცხყოფაა იმ ბავშვისთვის და იმ ადამიანისთვის, ვინც აიყვანეს"
05.01.2017
ინტერვიუ "დედების ფონდის" დამფუძნებელ ვიკა ჩიმჩიურთან




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი