"შემიძლია, ჩემი კომფორტი შენი კომფორტის გამო დავთმო. მაგრამ ვალდებული არ ვარ..." ყველა მშობელი სხვადასხვაგვარად ეკიდება შვილს — ვინ შეძლებისდაგვარად დიდხანს არიდებს მათ სიძნელეებს და ვინ, პირიქით, ბავშვობიდან აჩვევს აზრს, რომ სამყარო სასტიკია, ხოლო ცხოვრება რთული.
თუ ამ მეორე მოსაზრებას თქვენც ეთანხმებით, მაშინ ქვემოთ შემოთავაზებულ წერილში საჭირო რჩევებს აუცილებლად მოძებნით. წერილი, რომელიც ერთმა ქალბატონმა, დარია კოროლკოვამ მისწერა საკუთარ თინეიჯერ ქალიშვილს, დღემდე აქტიურად განიხილება ინტერნეტში. აი ისიც:
1. 3 წლის მერე შეიძლება სახლიდან გაგაგდო. საშინლად ჟღერს, არა? მაგრამ იცოდე, რომ 18 წლისას მოქმედების ორი გზა გექნება:
ა) აბარებ უმაღლესში და მეც ყველანაირად გეხმარები მის დამთავრებამდე ან სამსახურის შოვნამდე; ბ) ან სწავლას „იკიდებ“ (ამის გამო არასდროს გისაყვედურებ), მუშაობას იწყებ და თავად იკმაყოფილებ საკუთარ მოთხოვნებს. მე არ ვაპირებ შევინახო 18 წელს გადაცილებული გოგო, რომელიც არ სწავლობს, იმიტომ რომ ეს არასწორად მიმაჩნია. 3 წელი გაქვს დარჩენილი არჩევანის გასაკეთებლად… ჰო, მართლა, ჩვენ უკვე მოვიფიქრეთ, როგორ გადავაკეთოთ ბინა: შენ ოთახში ჩვენი საძინებელი იქნება. 2. შენ ჩემზე ბევრად უკეთესი ხარ. შენ შესანიშნავი გოგო ხარ. 15 წელია გიცნობ და ვიცი, რომ შენ იმაზე ბევრად უკეთესი ხარ, ვიდრე ყველაზე თამამ ოცნებაში წარმოვიდგენდი. თუ ეს ვინმეს არ ესმის, ეს მისი პრობლემაა. და კიდევ ცოტა მამიკოსიც… თუმცა მას კიბეებიდან ვიღაცების დაშვება კარგად გამოსდის და ამიტომ არ ვნერვიულობ.
3. შენ აბსოლუტურად სხვა, ცალკე პიროვნება ხარ. შენ არ უნდა გიყვარდეს ის, რაც მე მიყვარს — სრული უფლება გაქვს, არ გაითვალისწინო ჩემი შეხედულებები და არ მიჰყვე ჩემს ღირებულებებს. ოღონდ არის ერთი ნიუანსი: მერე პასუხისგებაც თავად მოგიწევს ყველაფერზე.
4. შეგიძლია გახდე მეეზოვე, „მანიკურშა“, დურგალი, ხარატი, დიასახლისი, ბიზნეს-ანალიტიკოსი, ოფის-მენეჯერი თუ „აშანის“ მოლარე. შენი ცხოვრების გზის არჩევაში არ ჩავერევი, მაგრამ აუცილებლად გადაიკითხე პირველი პუნქტი. 5. იმისთვის არ გამიზრდიხარ, რომ ვალის გადახდა მოგთხოვო. ეშმაკსაც წაუღია, მე შენგან არც ჭიქა წყლის მოწოდებას ველოდები და არც მაძღარ სიბერეს, არც შენ „ნობელებზე“ ვოცნებობ. სრული უფლება გაქვს, აირჩიო ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია და ფასეული, ან კიდევ ყველაფერი თავის დინებაზე მიუშვა. ეს შენი ცხოვრებაა და არჩევანიც შენზეა.
6. მე მუდამ გვერდში გეყოლები, თუ დაგჭირდები — რაც უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში. თუ მთხოვ, შეგიცოდებ და მხარში ამოგიდგები, თანაგიგრძნობ და შევეცდები დაგეხმარო. მაგრამ არასდროს ჩავერევი შენ საქმეში ჩემი ნებით.
7. ვალდებული არ ვარ, დამისტვინო და მეც შენ გამო ყველა საქმე მივატოვო, ჩემი კომფორტი შენი კომფორტის გამო დავთმო. შემიძლია, მაგრამ ვალდებული არ ვარ. განაგრძეთ კითხვა