"ჩვენ მარტოხელა ქალები ვართ, რადგან ხელებით, ჩვენი პატარა ხელისგულებით მზეებს ვაგროვებთ" მარტოხელა დედობა ჩვენი საუკუნის დიდი პრობელმა თუ გასაჭირია.. კი ამბობენ, რაც არ კლავს აძლიერებსო, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ქალმა, მარტომ ზიდო დედის, ხშირ შემხვევაში კი მამის ტვირთიც, ძალიან რთულია.. სწორედ ამ სიმზიმეს მიუძღვნა პოსტი ქართველმა ჟურნალისტმა, ვისაც მკითხველი, ჯუდი ლით იცნობს..
"მარტო ქალები
ასეთები ვართ მარტოფეხა ქალები:
ფეხდაფეხ არ ვიმგზავრებთ მამაკაცს, რადგან
მარტოებმა უნდა დავკეცოთ
მწვერვალებამდე ასასვლელი ოღრო-ჩოღრო,
როგორც ბავშვობაში,
ასკინკილას თამაშის დროს ბიჭებს ვჯობნიდით
და ყველაზე შორეულ ფილებს ვისაკუთრებდით
ცარციან გზებზე;
ასეთები ვართ მარტომხრება ქალები:
ჩვენ არ გვჭირდება კაცის მხრები
საქვითინოდ და ცრემლის შესახოცად
ან სადღა დაგვრჩა ერთი ცრემლიც კი
უწვეთობამდე გამოვწურეთ მოლოდინით შეწებებული
წამწამები...
ასეთები ვართ მარტოქისა ქალები, რადგან
ჩვენი შვილების გამოსაკვებად
პლანეტებს ვუცვლით პულსაციას, იქნებ როგორმე -
ამოვავსოთ და მშვიდად ვუყუროთ
ძირგახსნილ ქისებს;
ასეთები ვართ მარტოკისრა ქალები, რადგან
არ გვსურდა კაცის თავად დარჩენა
მისი ტრიალი ჩვენს ჭკუაზე,
თუ როგორც არის,
როგორც ამბობდნენ
და გვასწავლიდენენ,
თან თითით ტუჩთან გამოსცრიდნენ:
"უნდა ითმინო".
ასეთები ვართ მარტოზეწრა ქალები, რადგან
არ გვავიწყდება სამზეოზე გაფენილი
ჩვენი ზეწრები -
"პირველი ღამის"!
"სიწმინდისა" და "სისპეტაკის" სადარაჯოზე
"ამაყად" მრხევი
და მათ გარეშეც მშვიდად ვათბობთ დაშლილ სარეცელს...
ჩვენ მარტოხელა ქალები ვართ, რადგან ხელებით,
ჩვენი პატარა ხელისგულებით მზეებს ვაგროვებთ,
ვიქსოვთ გულებში
და ათასად თუ ასიათასად ვუბრუნებთ შვილებს;
ჩვენ მარტომტერა ქალები ვართ, რადგან ჩვენია
და ჩვენ გვეკუთვნის ყველა მტერი, როცა ზურგს უკან
ჩრდილები ტუჩ-კბილს ილოკავენ
შვილების ფერად ღიმილებზე,ფერად სიცილზე.
და ვიდრე მათი ღიმილები მზ ის სხივებს დასდევს
არ მოგვბეზრდება:
მარტოფეხობა,
მარტომხრობა,
მარტოქისობა...
არ დავიღლებით! ან ვინ მოგვცა დაღლის უფლება -
კიდევ რამდენი სავალია მზემდე, ვინ იცის...
ჯუდი ლი