იმის გამო, რომ 9 თვე მუცლით ატარა და შემდეგ გააჩინა, მთელი სამყარო მისი მოვალეა. მან ყველაზე უკეთ იცის ყველაფერი - თქვენ როგორი დედა ხართ? ნებისმიერი ტიპის დედა საუკეთესოა თავისი პირმშოსთვის. ჩვენ შევეცადეთ "დაგვეხარისხებინა" სხვადასხვა ტიპის დედა. ამოიცანით თქვენი თავი...
აღზრდის პრინციპები თითოეულ დედას თავისი აქვს და ეს ხშირად დისკუსიის საგანი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი უკიდურესობაში ვარდებიან. ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეფიქრებინა კლასიფიკაცია. შეგახსენებთ, რომ თითოეულ ჩვენგანში სხვადასხვა სიტუაციებში შეიძლება "ცხოვრობდეს" 2, 3 და 5 სხვადასხვა ვარიანტიც კი.
დედა-ზემდეგი
არა, ის არ ყვირის. ის უბრალოდ ასე საუბრობს. ხმამაღალი ტონი და გაღიზიანებული ხმა - მისი ჩვეული საუბრის მანერაა. ბავშვებს გაუკვირდებათ, თუ ის ალერსიანად დაილაპარაკებს. სამაგიეროდ, ოჯახში რკინისებური დისციპლინაა: არავის არ უნდა უთანხმოება.
დედა-ბავშვი
ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ასაკზე. ისინი არ არიან მზად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და მით უმეტეს ბავშვისაზე. როდესაც ოჯახში იბადება ბავშვი, თითქოს ქმარს მეორე ბავშვი უჩნდება. ის სიამოვნებით გადასცემს ქმარს და მშობლებს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტილების მიღების საკითხებს. სამაგიეროდ, რაც შეეხება ბავშვებთან თამაშსა და გართობას, ის არავის უთმობს ამ საქმიანობას. შეიძლება ითქვას, რომ თანასწორები არიან თამაშის დროს.
დედა-გველი
სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე - ეს მასზეა ნათქვამი. ის სტერილიზებას არ უკეთებს ძუძუს ყოველი კვების შემდეგ, არ რეცხავს ძირს დაგდებულ სათამაშოს. უფროს შვილს უშვებს სამზარეულოში ბუტერბროდის გასაკეთებლად. ოთხ კედელში გამომწყვდეული არ არის, ყველგან დაჰყავს თავისი შვილი. მოკლედ, ყველანაირად მარტივს ხდის თავის ცხოვრებას. არ მიისწრაფვის იდეალისკენ და არც თვითონ არის ასეთი. თითოეულს უტოვებს უფლებას იცხოვროს ისე, როგორც გაუხარდება.
დედა-#მეხომდედავარ
იმის გამო, რომ 9 თვე მუცლით ატარა და შემდეგ გააჩინა, მთელი სამყარო მისი მოვალეა. მან ყველაზე უკეთ იცის ყველაფერი. თუ მისი არგუმენტები მოსაუბრეზე არ მოქმედებს, ის ხდება მისი ნომერ პირველი მტერი. სხვისი შვილები ყოველთვის ცუდად იქცევიან და გაუზრდელები არიან. სამაგიეროდ, ყოველთვის ცდილობს თავისი შვილის ქმედებები გაამართლოს: #ისხომბავშვია
დედა-ყოვლისმცოდნე
რაც არ უნდა შეეკითხოს ბავშვმა, ყველაფერზე აქვს პასუხი. მთელი ღამე შეუძლია იკითხოს საბავშვო ენციკლოპედიები, რათა ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნას, თუ რატომაა ფოთოლი ყვითელი, ხოლო ცა - ცისფერი. ყოველივე ეს კარგია გარკვეულ ასაკამდე. მათავარი ის არის, რომ ძალიან არ გაერთოს და სამი წლის ბავშვს ალგებრის საფუძვლები არ აუხსნას.
დედა-ციცერონი
შეძლო დაარწმუნო ადამიანი - ნამდვილი ნიჭია. მას შეუძლია გააკეთოს ისე, რომ კრივის მაგივრად ისე წახვიდე ბალეტის საყურებლად, ვერც კი შეამჩნიო.
დედა-ჯანმრთელი ცხოვრების წესი
ერთი ჩემი ნაცნობი რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა მარათონში და თან ატარებს თავის 4 წლის გოგონასაც. ზამთარში ბავშვი დაჰყავს უქუდოდ - გაკაჟდებაო. ელას ორგანიზმი ალბათ გადაიღალა და ბოლო წელია თითქმის ყოველ თვე ავადმყოფობს. ასე რომ, ყველაფერი საჭიროა ზომიერების ფარგლებში.
დედა-დემოკრატი
"ნებისმიერ რთულ სიტუაციაში მოილაპარაკე" - ეს მისი დევიზია. ბავშვის ნებისმიერი გრძნობა, ემოცია, წყენა შეუძლია დაალაგოს, გაარჩიოს. მას შეუძლია ყოველდღე იძახოს ერთი და იგივე მანამ, სანამ ბავშვი არ გაიგებს ყველაფერს. მაგრამ რეალური განსაცდელის ჟამს მაშინვე გადაიქცევა ზემდგომად.
დედა-მეგობარი
ის შვილების საუკეთესო მეგობარია. მათ თავიანთი საიდუმლო თავისუფლად შეუძლიათ გაუმხილონ და რჩევა ჰკითხონ დედას. საშიშროებაა, ძალიან შორს შეტოპოთ. როგორი მეგობარიც არ უნდა იყოთ თქვენი გოგონასი, სულ არ არის საჭირო მისთვის იმის ცოდნა, როგორი იყო თქვენი პირველი ღამე ან როგორი საშინელი ადამიანია თქვენი ახლანდელი თაყვანისმცემელი.
დედა-მამა
ტიპური სიტუაციაა იმ ოჯახში, სადაც არ არის კაცის მაგალითი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახში იზრდება ბიჭი და დედა ცდილობს მამის ფუნქციაც თვითონ შეითავსოს. ხშირად მათ ეს კაცებზე უკეთ გამოსდით, მაგრამ ამაში საშიშროებაც არის - ბიჭმა შეიძლება ვერც გაიგოს, როგორ მოექცეს ქალს.
დედა-პანიკიორი
"37,1! ვიძახებ ექიმს. დაწექი და თბილად დაიფარე. დღეიდან წოლითი რეჟიმი გაქვს!"
"ძალიან მეშინია ბავშვის ბაღში მიყვანა. ვერ მიხედავენ როგორც წესია, გაიქცევა, დავარდება. ხშირად იავადმყოფებს."
"სად აპირებ წასვლას ღამის 7 საათზე! უკვე დაღამდა, საშიშია."
"კლასი ლაშქრობაზე მიდის? მეც მოვდივარ!"
"20 წუთის წინ დაუმთავრდა გაკვეთილები, სახლამდე მოსვლას მაქსიმუმ 15 წუთი უნდა. ნამდვილად რაღაც მოუვიდა!"
აქ ნებისმიერი კომენტარი ზედმეტია.
დედა-გუგული
იგივე-ბიზნეს ლედი, იგივე-შრომისმოყვარე, ძალზე დაკავებული ადამიანი. უკეთეს შემთხვევაში ბავშვის აღზრდით დაკავებული არიან ბებიები ან ძიძები, უარეს შემთხვევაში -ბავშვი პირველი მიჰყავთ ბაღში და ყველაზე ბოლოს გამოჰყავთ. რა თქმა უნდა, ისიც განიცდის ამ მდგომარეობას, მაგრამ არ აპირებს არაფრის შეცვლას. ამბობს, რომ ბავშვების გამო მუშაობს და როდესაც გაიზრდებიან, მაშინ გაუგებენ მას. რაღაცაში მართალია, რაღაცაში - არა.
იდეალური დედა
მისი საუკეთესო დამხმარეები - ექიმი სპოკი და კომაროვსკია. ის არ აცდენს არც ერთ გეგმიურ ვიზიტს პედიატრთან, არც ერთ მშობელთა კრებას სკოლაში. მისი ბავშვი ყოველთვის ყველაზე მოწესრიგებული, დავარცხნილი და სუფთად ჩაცმულია. ბავშვს ჩანთაში ყოველთვის უდევს საჭმელი (არა შოკოლადი). ის უნაკლოდ გამოიყურება და გარშემო მყოფებს, მისი შემხედვარე, არასრულფასოვნების გრძნობა უჩნდებათ. თუმცა... ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს და ხანდახან იდეალური დედების შვილები ყველაზე არაიდეალურად იქცევიან ხოლმე.