"მგონია ხოლმე, რომ ქართველებს ბავშვები არ გვიყვარს, ან გვიყვარს მხოლოდ სადღეგრძელოებში"
"მგონია ხოლმე, რომ ქართველებს ბავშვები არ გვიყვარს, ან გვიყვარს მხოლოდ სადღეგრძელოებში"
ირინკა ალიაშვილი, 28 წლის, თბილისი
„შვილი მე და ჩემს ქმარსაც ძალიან გვინდოდა, ანუ დაგეგმილად გავაჩინე და წინასწარ მოვემზადეთ ამისათვის. ჩემი ქმარი თან ექიმია, ამიტომ, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციები დავიზეპირეთ და ლამის ერთმანეთს ჩავაბარეთ, ჩემს ორგანიზმსაც ვამზადებდი ორსულობისთვის, ანუ ვცდილობდი ალკოჰოლი აღარ მიმეღო, უფრო ჯანსაღი საკვები მეჭამა და ა.შ. ასევე, მთელი ორსულობის განმავლობაში ბევრს ვკითხულობდი, მარილიანი საკვები სრულად ამოვიღე რაციონიდან და ვამბობდი, რომ მე უნდა ვიყო ისეთივე ხუთოსანი დედა, როგორი „ხუთოსანაც“ სკოლა-უნუვერსიტეტში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვიყავი-მეთქი და მართლა არ მეგონა, ასე თუ გამიჭირდებოდა ფაქტის წინაშე
აღმოჩენა. შვილის გაჩენა დიდი შოკი იყო. პირველი ორი-სამი თვე მე და გიო (ავტ. ქმარი) დავდიოდით მთვარეულებივით იმიტომ, რომ ძუძუს რომ ვამჭმევდი, მაშინვე არ იძინებდა, მერე ხელით უნდა გვეტარებინა და ა.შ. მოკლედ, ხან მე ვათენებდი ღამეს, ხან ჩემი ქმარი და ძალიან ცუდად ვიყავით.
პირველად მართლა ვფიქრობდი, რომ ზრდილობის გამო მილოცავდნენ იმიტომ, რომ ვერ ვხვდებოდი, რა იყო მოსალოცი იმაში, რომ მე ასე ცუდად ვიყავი. ჰო, იყო მომენტებიც, როცა ვფიქრობდი „ვიყავი მზად კი ამ ყველაფრისთვის?!“. გიომაც კი მკითხა ერთხელ - „ბედნიერი ხარო?!“, იგივე სასოწარკვეთილი თვალებით რომ გავიღვიძე და ეს ის პერიოდი იყო, ყოველ ღამე ლოცვით რომ ვწვებოდი, ნეტა დღეს მაინც იყოს ის ღამე, როცა ლაზარე დაიძინებს-მეთქი. თან პირველი სამი თვე არ ვმუშაობდი, სულ სახლში ვიყავი და facebook-ზე რომ ვუყურებდი, ჩემი მეგობრები ზოგი საზღვარგარეთ იყო, ზოგი კაფეში იჯდა და ა.შ. ამაზე ვტიროდი. როგორი გრძნობა მქონდა იცით?! ბავშვობაში რომ დაგსჯიდნენ, ყველა ეზოში რომ იყო და მარტო შენ მეცადინეობდი გაკვეთილებს. მეგონა, რომ ამ ყველაფერს მე ვეღარასდროს გავაკეთებდი, მარტო ვეღარსად წავიდოდი... და აგერ ერთი კვირის წინ ჩამოვედით მე და ჩემი ქმარი იტალიიდან.
თვითშეფასებაც გეკარგება ამ ყველაფრის ფონზე. მახსოვს ერთხელ მეგობარმა რაღაც მკითხა პოლიტიკაზე და მე ძველებურად ჩავირთე. უცებ გავიფიქრე „თურმე ესეც მცოდნია ეეეე...“. მართლა დავიჯერე, რომ ძუძუს ჭმევის მეტი აღარაფერი ვიცოდი. ახლა ასე აღარ ვარ, მაგრამ იმ პირველ რამდენმე თვეს რომ ვიხსენებ, მართლა თითქოს შავი ფარდები მქონდა ყველგან.
ახალი სიცოცხლის დაბადების მომენტი არის ძალიან ემოციური. ეს ისეთი რამეა, რაც ერთხელ ყველამ უნდა ნახოს. შენიდან გამოდის ცოცხალი ადამიანი და გგონია, რომ ძალიან მაგარი ხარ. რა spiderman-ი?! ის ობობებს უშვებს, შენ ადამიანებს! მაგრამ ის მითია, რომ პირველი დანახვისთანავე გიჟდები იმ ადამიანზე, ვინც გააჩინე. თავიდან მე სულ მქონდა ჩემით აღფრთოვანება. აი, რომ მეკითხებოდნენ „ბავშვი როგორ არის?“ ვიწყებდი ლაპარაკს, მე რა მაგარი ვარ, რომ ეს მე ვქენი და მაინც ცოცხალი ვარ. შვილის შეყვარება მერე მოვიდა თანდათან. შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ ახლა, მაგრამ თავიდან ავად როცა ხდებოდა ბავშვი, მაინც ჩემი თავი უფრო მეცოდებოდა, რომ ღამის თენება მიწევდა. ბოლოს ერთი თვის წინ იყო ავად და მაშინ მქონდა პირველად განცდა - „ნეტა მე ვიყო ავად და ეს არა“, ანუ პირველად შემეცოდა ის, როგორც ადამიანი და არა საკუთარი თავი. ეს მოხდა ერთი წლის და ერთი თვის თავზე. იმის ახსნა მინდა, რომ ეს ყველაფერი თანდათან მოდის.
ამ რთული პერიოდის გადალახვაში ძალიან დამეხმარა facebook-ზე დედების ჯგუფი, რომელიც ჩემმა ერთმა მეგობარმა გააკეთა და დამამატა. იქ ვუზიარებდით დედები ერთმანეთს ყველაფერ იმას, რაზეც ყველასთან ვერ ვსაუბრობდით. ამ ჯგუფის საშუალებით აღმოვაჩინე, რომ მარტო მე კი არ ვარ „ისტერიჩკა ფემინისტი“, რომელიც რაღაცეებზე „ვჭედავ“, სხვა ყველა გოგოც ჩემს მდგომარეიბაშია და მხოლოდ იქ დაიწყეს ამაზე ხმამაღლა საუბარი. სხვადასხვა საკითხებზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, ე.წ. „თავზე ხელის გადასმაც“ გვჭირდება ხოლმე ერთმანეთისგან მძიმე მომენტებში და დღეს ჩვენ უკვე ძალიან მაგარი მეგობრები ვართ.
ქალებს ხომ ყველაფერში გვაბულინგებენ, ანუ შვილი თუ არ გყავს გაბულინგებენ და თუ გყავს მაშინაც. შვილის გაჩენის შემდეგ სულ მაგრძნობინებდნენ, რომ ჩემთან ურთიერთობა ისეთივე საინტერესო აღარ არის, როგორიც მანამდე და დამოკიდებულებები, რომ „თუ არ გინდოდა, რატო აჩენდი?! აბა რა გეგონა?!“ ძალიან დამთრგუნველია. ერთხელ მახსოვს, ლაზარე ერთი თვის გაჩენილი მყავდა, სამსამსახურში შევიარე და თანამშრომელმა ქალმა მითხრა „უი, მუცელი დაგრჩენიაო“ და როგორ გავბრაზდი იცი?! ცხრა თვე მეზრდებოდა ეს მუცელი და ბოდიში, რომ ერთი თვის მერე მოდელის ტანზე არ ვარ. თავიდან მეც ავყევი ავტომატურად ამ საერთო დამოკიდებულებებს და დაკლება გადავწყვიტე, მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე აღმოვაჩინე, რომ ამ შვიდით მეტი კილოთი მომწონს ჩემი თავი და რატო უნდა მოვიკლა თავი დიეტით?! მანამდე ეს კითხვა არ დამისვამს საკუთარი თავისთვის, ანუ დაპროგრამებულივით ვიყავი - რომ გავაჩენ, მერე უნდა დავიკლო და ა.შ.

გარემოზეც მინდა ვისაუბრო. მანამდე ნაკლებად ვაკვირდებოდი, მაგრამ ახლა რომ ვიყავი იტალიაში, ძალიან მხვდებოდა თვალში ბავშვების სიმრავლე ყველგან - ქუჩაში, მეტროში თუ სხვა ტრანსპორტში. ჩვენთან გარემო ისეთია, რომ ან საერთოდ უარი უნდა თქვა შვილის გაჩენაზე, ან თუ გააჩენ, სახლში უნდა ჩაჯდე შვილიანად იმიტომ, რომ ბავშვის ეტლით ვერსად გაივლი და ვერცერთ ტრანსპორტში ახვალ. მაგალითად, აფთიაქების უმრავლესობაში, იქ, სადაც იყიდება ბავშვის პამპერსი, საკვები, წამლები და ა.შ., ვერ შეხვალ საბავშვო ეტლით. ნუ, რაც შეეხება კაფეებს, თითქმის ყველგან რომ ეწევიან, ეს ერთი პრობლემა, საბავშვო სკამები რომ იშვიათს აქვს ეს მეორე და მესამეა, რომ არც ერთ ამ კაფეში არ არის ბავშვისთვის გამოსაცვლელი კუთხე. საერთოდაც მგონია ხოლმე, რომ ქართველებს ბავშვები არ გვიყვარს, ან გვიყვარს მხოლოდ სადღეგრძელოებში. მოკლედ, გარემოა ისეთი, რომ ბავშვი გარეთ არ უნდა გამოიყვანო, თუ გამოიყვან კიდევ არ უნდა ირბინოს, არ უნდა დახატოს და ა.შ. როცა გარემო ადაპტირებული არ არის, მშობლების ცხოვრება პრაქტიკულად ეწირება შვილის გაჩენას. რაღაცეებს ჩემით ვაგვარებ, აი, მაგალითად, არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას საზოგადოების დამოკიდებულებას ქუჩაში ძუძუს ჭმევის გამო, მაგრამ არის საკითხები, რასაც მარტო ვერ ვუმკლავდებით მშობლები ამ ქვეყანაში."

© 2016 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

41839
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (17)
17:34 / 09-04-2017
მანანო
დავიშოკე, გაოცებული ვარ. რეებს ბოდიალობს ეს გოგო? შვილის სიყვარული ცხოველმაც კი იცის პირველივე წუთიდან. თავს გასწირავს მისი გულისთვის. რა მერე მოდისო, რა მოგვიანებითო? გაოგნებული ვარ მართლა
16:06 / 08-04-2017
გიული
მეც ასე დამემართა,,მიუხედავ იმისა რო ბავშვი არ ვარ და 34 წლის ასაკში გავაჩინე შვილი,თან ძალიან მინდოდა ,,სიყვარული ცოტა გვიან მოვიდა..თავიდან მიკვირდა და საკუთარ თავს ვტანჯავდი იმაზე ფიქრით თუ რატომ არ ვიყავი მეც სხვებივით შვილზე გაგიჟებული დედა,,,ერთის ული მქონდა ვინმესთვის მიმებარებინა და გავქცეულიყავი სახლიდან,,დაახლოებით 7 თვე დამჭირდა ამ ყველაფრის გადასალახად,,,ავად ბერვჯერ გამხდარა მაგრამ არც ამაზე ვდარდობდი ზალიან,,,ერთხელაც არვიცი საიდან მოვიდა ეს გრძნობა შევხედე და მივხვდი რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ უბრალოდ,,მას შემდეგ ხელიდან არ გამიშვია ,,ვცდილბ სულ მასთან ვიყო,,სამსახურიდან სახლში მიმეჩქარება რომ ბავშვი ვნახო(ადრე ვაგვიანებდი რომ ცოტა მეტი თავისუფლება მქონოდა)ასე რომ ახალბედა დედბს მინდა ვუთხრა,,თუ თქვენს შვილს ხელში აიყვანთ და შეგრძნებები არ არის მძაფრი არაფერია სანერვიულო,,,ყველაფერი თავისით მოვა ზოგთან გვიან ზოგტან ადრე
12:34 / 08-04-2017
ნათია
გაფასებ ირინკა ამ გულწრფელი სტატიისთვის.. ჩემი ახლო მეგობრები თითქმის ყველა გულწრფელ საუბარში ზუსტად იგივე პრობლემებზე საუბრობენ.. მით უმეტეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია ისეთივე ფიზიოლოგიური მოვლენაა როგორც მშობიარობა!. და მაპატიეთ არ მჯერა 23 საათიანი სამშობიარო ტკივილების დროს, ან გამუდმებული უძილობისას ვინმე ბედნიერებისგან ტიროდეს... ეს ადამიანები არიან მატყუარები დიდი ასოებით!!!.. დარწმუნებული ვარ ირინკა ძალიან კარგი დედა ხარ!.. წარმატებებს გისურვებთ შენ და შენს პატარას!..
17:49 / 07-04-2017
ნანა
რაღაც ბოდვად ვთვლი ამ სტატიას და მეტი არაფერი,ვერ წარმოვიდგენდი იმას,თუ ასეთი დედებიც იარსებებდენ,შვილი აღიქვა ერთი წლის შემდეგ ,როგორც ადამიანი.ეს მხოლოდ საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებულ და ეგოისტ ადამიანს შეუძლია.ჩემი შვილი მუცელში მიყვარდა უკვე და რომ დაიბადა,ვერც კი გადმოვცემ იმ ენით აუღწერელ შეგრძნებას,რაც დამეუფლა.მაგრამ რას იზამ ყველას თავისებურად ესმის დედობა.
23:19 / 09-03-2017
ნინა
23 საათი მტკიოდა მუცელი და ველოდი ჩემი შვილის დაბადებას.ერთი ბედნიერება იყო შვილის ჩახუტება და აღარანაირი ტკივილი აღარ მახსოვდა.მხოლოდ ვტიროდი ბედნიერებისგან.ყველას სხვადასხვანაირად ესმის ალბათ დედა შვილობა სამწუხაროდ.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
24.05.2017
"იმ საღამოს მე და ჩემმა ქმარმა ვიკამათეთ ძილის წინ... ბავშვები მე წავიყვანე დასაძინებლად..."
24.05.2017
ეს წერილი ძალიან ბევრი დედის გულისტკივილს ასახავს, მათი, ვინც ყოველდღე მუშაობს და ენატრება თავისი შვილი, რომელიც დედის გარეშე დგამს პირველ ნაბიჯებს ცხოვრებაში
23.05.2017
"ბავშვს გული წაუვიდა და დედა სიამაყით მიყვებოდა, რომ ის უკრძალავდა მას ყოფილიყო სუსტი და წუწუნა..."
23.05.2017
თუ გაინტერესებს, რატომ ჰყავს შენს მეზობელს თუ კოლეგას მხოლოდ ერთი შვილი ან რატომ არ ჰყავს საერთოდ, გახსოვდეს: ეს არ არის შენი საქმე!
02.05.2017
ასევე ქალებს, რომლებსაც განიერი მენჯი აქვთ, უფრო ჭკვიანი შვილები უჩნდებათ
29.04.2017
„არ მესმის იმ ქალების, ვისაც, არ სჭირდება საკეისრო და მხოლოდ იმიტომ იკეთებს, რომ სამშობიარო ტკვილების ეშინია...“
26.04.2017
”და მაინც, მე ვერ გავბედე სხვისი ტვირთი მეტვირთა, შენ კი გაბედე... არ ვიცი, მოგწვდება თუ არა ჩემი ხმა, მაგრამ”




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი