ასევე ქალებს, რომლებსაც განიერი მენჯი აქვთ, უფრო ჭკვიანი შვილები უჩნდებათ
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიდი ზომის საჯდომის მქონე ქალები გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობით და უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე მათი გამხდარი თანატოლები. ამ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც 16 000 ქალი გამოიკვლიეს.
აღმოჩნდა, რომ დიდი ზომის საჯდომი არა მარტო მამაკაცების აღფრთოვანების ობიექტი, არამედ დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისაგან დაცვის საშუალებაა.
ქალებს ფუმფულა ფორმებით (და არა სიმსუქნით) ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. ასევე ჰორმონი, რომელიც შაქრის გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი, მათ უფრო უკეთესად გამოუმუშავდებათ.
1. გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა: ქალებს, რომლებსაც განიერი მენჯი აქვთ, უფრო ჭკვიანი შვილები უჩნდებათ!
2. აღნიშნული შედეგი განპირობებულია დუნდულა კუნთებში ომეგა-3-ის (ცხიმოვანი მჟავას) დიდი რაოდენობით დაგროვებით, რაც ხმარდება ნაყოფის ტვინის განვითარებას.
3. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, კონსტანტინე მანულოპელოსის სიტყვებით "გოგონებს, რომელთაც ფუმფულა საჯდომები აქვთ, ქოლესტერინისა და გლუკოზის დაბალი შემცველობა აღენიშნებათ".
4. გოგონებს, რომლებსაც მრგვალი ფორმები აქვთ, ლეპტინის და დინოპექტინის ჰორმონების რაოდენობა ნორმაში აქვთ.
5. დუნდულა კუნთის კანქვეშა ცხიმოვანი ფენა იკავებს ცხიმოვან ნაწილაკებს და უზრუნველყოფს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.
6. კალიფორნიის ნოვატორულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს შედარებით განიერი თეძოებით, სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობა აქვთ.
7. ქალები, რომლებსაც დუნდულა კუნთები საშუალოზე დიდი ზომის აქვთ, იშვიათად ავადმყოფობენ. აღნიშნული "პრივილგიებით" არ სარგებლობენ ქალები, რომელთაც აღენიშნებათ სიმსუქნე (გაცხიმოვნება).
მეცნიერები აცხადებენ, რომ თუ შენი სხეული მსხლის ფორმისაა, შენ სწორ გზაზე დგახარ. ვაშლის ფორმის სხეული კი იმის მანიშნებელია, რომ სასწრაფოდ საჭიროა ზომების მიღება (ვარჯიში, ცურვა და სხვ.).
აღმოჩნდა, რომ გოგონები, რომლებიც აკეთებენ საჯდომის გამამკვრივებელ ვარჯიშებს, რათა დაემსგავსონ კიმ კარდაშიანს, ჯანმრთელობაზე ზრუნავენ...
გისურვებთ, ყოველთვის იზრუნოთ და გიყვარდეთ საკუთარი სული და სხეული!