ქეთი დაიღალა ფეისბუქში განთავსებული ლამაზი, იდეალური ფოტოების თვალიერებით და... ერთხელ ორი შვილის დედა ქეთი დი ვინჩენცო დაიღალა ფეისბუქში განთავსებული ლამაზი, იდეალური ფოტოების თვალიერებით, რომლებზეც მრავალშვილიანი დედები იყვნენ აღბეჭდილი. მან გადაწყვიტა, ფოტოგრაფ დანიელ ფანტისთან ერთად შეექმნა ფოტოპროექტი, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ გამოიყურება ქალი მშობიარობის შემდგომი დეპრესიით. ამ გზით მან საზოგადოებას აჩვენა დედობის რეალური სახე.
თავის დროზე ქეთიმ გადაიტანა მშობიარობის შემდგომი დეპრესია, მას ჰქონდა შფოთვის უმიზეზო შეტევები და ასევე ობსესივნო- კომპულსიური აშლილობა. მიუხედავად ამისა, ქალმა გაიგო, რომ იგი არ იყო ერთადერთი, რომელიც ამას განიცდიდა. სწორედ ამიტომ ქეთიმ გადაწყვიტა, გულახდილი ფოტოები გაეზიარებინა თავის ფეისბუქ გვერდზე.
"არსებობს შანსი, რომ შენც ისევე საშინლად გრძნობდე თავს, როგორც მე. ხშირად სოციუმი მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ფსიქიკურ დაავადებად თვლის. სიმართლე ის არის, რაც გამოსახულია ჩემს ფოტოებზე. ყოველდღე მიწევს თავის მოჩვენება და ამას გამოვყავარ წყობიდან. ალბათ გაიფიქრებთ, რომ საშინელი, სუსტი და არანორმალური დედა ვარ, მაგარამ მე ხომ ერთადერთი არ ვარ, ვინც ასე იქცევა. არ არის მართალი ის, რომ ბავშვის დაბადების შემდგომ ქალი მეშვიდე ცაზეა ბედნიერებისგან და ეიფორიის გრძნობითაა სავსე და მხოლოდ ეს გრძნობები და განცდები სდევს მის ყოველდღიურობას. 1-დან 7 შემთხვევაში ასე არ არის.
როდესაც გეკითხებიან: "როგორაა საქმე"? შენ არა ხარ ვალდებული უპასუხო: "ყველაფერი წესრიგშია" ამ დროს საჭიროა ყურადღების მიქცევა სიმპტომებზე, რისკის ფაქტორების განსაზღვრა და თანადგომის გეგმის შემუშავება - დეპრესიული მდგომარეობის დროს".
თუ შენ ოდესმე განგიცდია დეპრესიული მდგომარეობა ბავშვის გაჩენის შემდეგ, გაგვიზიარე შენი ისტორია პოსტის ქვეშ...
ეს მდგომარეობა ბევრმა ვარსკვლავმა გადაიტანა.
გვინეტ პელტროუ: "როდესაც 2006 წელს ქვეყანას მოევლინა ჩემი ბიჭი მოზესი, ველოდებოდი ეიფრიის შემოტევას ისევე, როგორც ეს იყო ეპლის დაბადების შემდეგ. ამის მაგივრად ჩემს ცხოვრებაში დადგა ყველაზე მძიმე პერიოდი. თავი მეგონა ზომბი".
ალანის მორისეტი: "ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. ვგრძნობდი სიცარიელეს, ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. არაფერზე არ მყოფნიდა ძალა... ყველას, ვინც ამ წუთას ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, მინდა ვუთხრა: ითხოვეთ დახმარება და რაც შეიძლება მალე!"
ჯენიფერ ლოპესი: "ბავშვების დაბადებიდან 1 კვირაში დამეწყო დეპრესიის პირველი სიმპტომები. ვიყავი მოწყენილი, უმიზეზოდ ვტიროდი. მეგონა, რომ მაქსს და ემის არ ვუყვარდი და არც არასოდეს შემიყვარებდნენ. ნამდვილი პარანოია დამემართა".
როგორც ხედავთ, მშობიარობის შემდგომი დეპრესია საშიში არ არის. ეს ემართება დედების დიდ პროცენტს. მნიშვნელოვანია პრობლემის ადრეულად გამოვლინება, რათა არ მივიყვანოთ თავი კრიტიკულ მდგომარეობამდე.