"ყოველთვის ვიღებ ნებართვას, სანამ ავიყვან ხელში..." ეს დედიკო ყოველთვის იღებს ნებართვას თავისი ბიჭისგან, სანამ აიყვანს ხელში. ასეთი უჩვეულო გზით სან-ფრანცისკოს მაცხოვრები ნიშა მუდლი პატარა ასაკიდან ასწავლის შვილს - რეივენს ადამიანის სხეულისადმი პატივისცემას.
ქალი იმედოვნებს, რომ მისი ბიჭი, რომელიც იზრდება სხვა პირობებში, არასოდეს იქნება მოძალადე. "მისი გაჩენის დღიდან ყოველთვის ვიღებ ნებართვას, სანამ ავიყვან ხელში. ყოველთვის ვგრძნობ მის "კი"-ს. რატომ ვიქცევი ასე? იმიტომ, რომ მინდა იცოდეს, რომ მისი სხეული - ეს მისი სხეულია. სხვა ადამიანების სხეული მათი საკუთრებაა და არავის აქვს უფლება რამე დაუშაოს სხვის სხეულს მისი თანხმობის გარეშე", - დაწერა ნიშამ Instagram-ზე და გამოაქვეყნა სელფი რეივენთან ერთად.
ნიშას პოსტმა უამრავი მოწონება და კომენტარი დააგროვა. ბევრი დედა ნიშას თანადგომას უცხადებენ: "ასევე არ მინდა, რომ ჩემი ბიჭი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდეს და ყველაზე კარგი, რაც შემიძლია გავაკეთო, ეს არის პატივისცემა მის არჩევანის მიმართ, რაც დაკავშირებულია მის საკუთარ სხეულთან, - ამბობს ინტერვიუში ნიშა, - ფიზიკური შეხება შეიძლება მოწონდეს ან არ მოწონდეს, ამიტომ მინდა, რომ ყური უგდოს საკუთარ ინსტიქტებს".
რა თქმა უნდა, რეივენი მცირეწლოვანი ასაკის გამო ჯერ ვერ ხვდება, რისი თქმა უნდა დედას, ვერც ადეკვატურად გამოხატავს თავის გრძნობებს, მაგრამ ნიშა ირწმუნება, რომ ორიენტირებას აკეთებს ბავშვის "სხეულის ენაზე". ზოგჯერ რეივენი მპასუხობს იმით, რომ იშვერს ხელებს ჩემსკენ რათა ავიყვანო, ზოგჯერ კი ზურგს მაქცევს, - ამბობს ნიშა. ის აგრეთვე თვლის, რომ ანალოგიურად უნდა მოექცეთ სხვის შვილებსაც. "თუ გინდათ, რომ სხვისი ბავშვი აიყვანოთ ხელში, ჯერ ნებართვა სთხოვეთ მის მშობელს, შემდეგ კი თავად ბავშვს. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც რეივენთან მოდის ვიღაც და ეკითხება: "შეიძლება ხელში აგიყვანო მეგობარო?" - წერს ინსტაგრამზე ნიშა. "თუ ვხედავ, რომ რეივენს არ სურს, რომ იმ ადამიანმა ხელში აიყვანოს, ვეუბნები: "აცადეთ, მიეცით 5 წუთი, შეიძლება ახლა დედასთან უნდა ყოფნა", - ამბობს ნიშა.