უმცროსი გოგონა 14 წლისაა, 165 სანტიმეტრი სიმაღლის... უმცროსი გოგონა 14 წლისაა, 165 სანტიმეტრი სიმაღლის. აგე, ზის და ბრედბერის კითხულობს. როგორ სწრაფად ხდება ყველაფერი! თითქოს გუშინ იყო, ყვავილებიან და პეპლებიან ვარდისფერ კაბებს რომ ვფენდი, ახლა კი უკვე თვითონ ფენს ისეთივე ვარდისფერს, ყვავილებით – ოღონდ უკვე ბიუსტჰალტერს. თითქოს, პაუზაც არ ყოფილა, ისე გავიდა დრო.
უფროსმა უნივერსიტეტი დაამთავრა, წვერი აქვს, მანქანა ჰყავს და საცოლეც, მე კი ჯერ კიდევ ვიჭერ საკუთარ თავს იმაზე, რომ მაღაზიის ვიტრინებში ლამაზი სათამაშო მატარებლების ყიდვა მინდა – მისთვის, რომ გავახარო. ისე უყვარდა პატარა მატარებლები... ახლა კი ისეთი გაოცებული შემომყურებს, როცა კიდევ ერთხელ რაღაც შემეშლება კომპიუტერში... გაოცებული და მომთმენი სახით. თითქოს ამბობს: "არა უშავს, მაინც მიყვარხარ და რა თქმა უნდა, დაგეხმარები".
საინტერესოა, მყოფნიდა მოთმინება, არ გავღიზიანებულიყავი, როცა ის პატარობისას რაღაცას ვერ ხვდებოდა, ეშლებოდა ან აფუჭებდა? ეგ აღარ მახსოვს...