ექიმებმა დაამშვიდეს და უთხრეს, რომ არავითარი მიზეზი არ ჰქონდა ნერვიულობისათვის ახალგაზრდა დედა მელორი სმოზერისი, ისევე როგორც ბევრი დედა, არჩევანის წინაშე იდგა: გამოეკვება ბავშვი საკუთარი რძით თუ ხელოვნური საკვები მიეცა? დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბუნებრივი გზა აირჩია.
თავიდან ძალიან ნერვიულობდა, რადგან ეგონა, რომ რძე იყო წყალწყალა და შეიძლება საჭირო გამხდარიყო დამატებითი კვების მიცემა. მერე ახალგაზრდა დედამ შეამჩნია, რომ რძემ ძლიერ შეიცვალა ფერი. ექიმებმა დაამშვიდეს და უთხრეს, რომ არავითარი მიზეზი არ ჰქონდა ნერვიულობისათვის.
თურმე რძის ფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რითი იკვებება დედა. მაგ: თუ დედა იღებს საკვებს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს (სტაფილო, გოგრა), მაშინ რძე მიიღებს სტაფილოსფერ შეფერილობას. გარდა ამისა, ერთჯერადი კვების დროსაც რძე იცვლის ფერს: ბევშვი ჯერ გამოწოვს წყალნარევ რძეს, ხოლო შემდეგ - უფრო ცხიმიან და სქელ (უკანა) რძეს. აქედან გამომდინარე, რძეს ფერიც განსხვავებული ექნება.
დედის ორგანიზმი ყოველთვის რეაგირებს ბავშვის მოთხოვნილებებზე და გამოიმუშავებს სწორედ ისეთ რძეს, რომელიც საჭიროა ბავშვის განვითარების იმ კონკრეტულ ეტაპზე. აღმოჩნდა, რომ ძუძუთი კვების პროცესში, დედის ორგანიზმი აკეთებს ბავშვის ნერწყვის შემადგენლობის „ანალიზს“. სწორედ ამ შემადგენლობის გათვალისწინებით სარძევე ჯირკვლები დამატებით გამოიმუშავებენ ამა თუ იმ ნივთიერებას.
მაგალითად, თუ ბავშვს დაუქვეითდა იმუნიტეტი, დედის რძეში გამომუშავდება მეტი ლეიკოციტები, რომელთაც აქვთ უნარი მიემაგრონ ბავშვის ნაწლავის ეპითელიუმს და შეაღწიონ სისხლში, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს!
ასე რომ, დედის რძე არა მხოლოდ საკვები, არამედ უნივერსალური ვაქცინაა ყველა დაავადების საწინააღმდეგოდ! და თუ რძემ შეიცვალა ფერი, ეს სულაც არ არის შფოთვის მიზეზი. პირიქით, ეს ნიშნავს იმას, რომ დედის ორგანიზმი მუშაობს ისე, როგორც საჭიროა!
ბედნიერმა მელორიმ გადაწყვიტა, თავისი გამოცდილება სხვა ახალბედა დედებისთვისაც გაეზიარებინა. თურმე ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო სრულყოფილია, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე ლაბორატორია!