"მის შვილთან წევხარ, დედა როგორ უნდა დაუძახო, სირცხვილია!" - რას ფიქრობენ ქართველი ქალები რა დავუძახოთ დედამთილს? ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია. ისეც ხდება, იმის გამო, რომ რძალი დედამთილს დედას არ ძახის, ამას კონფლიქტური სიტუაციებიც კი მოჰყვება ხოლმე. ზოგი კი პირდაპირ ავალდებულებს რძალს, რომ "დედა" დაუძახოს. ისეც ხდება, რძალი ვერ ახერხებს ვერც დედის დაძახებას, ვერც დეიდის ან სახელით მიმართვას და მათი ურთიერთობა ბოლომდე ისე მიმდინარეობს, რომ როცა დაძახება უნდა, რძალი იძულებულია, ან სხვას დააძახებინოს, ან საერთოდაც ვერ ეძახის და ელოდება მომენტს, თავისით როდის მოიხედავს - დიახ, ასეთი კურიოზული მომენტებიც ხდება ხოლმე. ეს საკითხი ცოტა ხნის წინ დედების ჯგუფში განიხილეს და მას ბევრი ახალგაზრდა თუ შუა ხნის დედა გამოეხმაურა. გადავხედოთ მათ კომენტარებს და გავიგოთ, ეძახიან თუ არა დედამთილს "დედას" და რას ფიქრობენ საერთოდ ამ საკითხზე:
"ეგრე თქვენობით მიმართავენ და მერე თუ რამეა, აგინებენ კიდეც. გადაგვარებული ყველგან და ყველაფერშია. მე მიკვირს თქვენი არგუმენტი, რატომ არ დაუძახებთ დედას, ზოგმა იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ძმა გამოდისო (!), დედა ღვთისაო (ღვთისმშობელსაც დედათი მივმართავთო... არც დედას ვეძახი და არც სახელს... მივდივარ და პირდაპირ ვეუბნები სათქმელს დაუძახებლად. ვერ გადავლახე ბარიერი მაგ მხრივ, თუმცა არ ვთვლი, რომ კატასტროფაა. თუმცა დედის დაძახება არც მე მიმაჩნია სწორად, რატომღაც..."
"მე არ ვეძახი შეგნებულად და არა იმიტომ, რომ ვერ დავუძახებ. მიმაჩნია, რომ დედა ერთია ამ ქვეყანაზე და მას ვერავინ შემიცვლის. მით უმეტეს, როცა ახალი შესული ხარ ოჯახში, ნამდვილად ვერ დაადგენ, რამდენად კარგ "დედობას" გაგიწევს ის ადამიანი და ალბათ, დედობა არც ევალება, მას დედამთილობა ევალება. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, თუმცა ვერც ის გადავლახე, რომ სახელით მივმართო - ასაკობრივი სხვაობის გამო მერიდება. ვერც დეიდას დავუძახებ, ესეც მარაზმი მგონია. ამიტომ უბრალოდ თქვენობით ველაპარაკები. ვფიქრობ, იმაში შევცდი, რომ თავიდანვე სახელით არ მივმართე. თორემ "დედა" რომ არ უნდა დავუძახო, ახლაც მჯერა. და მგონია, ჩვენ გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც დედა-შვილოთი ლაპარაკობენ და ეფერებიან ერთმანეთს, ზურგსუკან კი ხშირად ძირს უთხრიან..."
"არ ვეძახი და ნამდვილად არასწორია ჩემთვის, ვინც ეძახის. ეძახიან და ვერ იტანენ და მე არ შემიძლია აფერისტობა. არც ვეძახი და ნამდვილად არც ვლანძღავ და კარგი ურთიერთობა მაქვს".
"დედის დაძახებას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, დაფასება და ურთიერპატივისცემა იყოს. მე მითხრა, რაც გინდა ის დამიძახეო, დედაშენს ვერ შეგიცვლიო. დედა ერთიაო. არ მეწყინება და არც აფერისტულად დამიძახოო. მე ვედზახი სახელსაც და დედასაც. ნამდვილად კარგი ადამიანია. მისი სახით ნამდვილი მეგობარი შევიძინე. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს."
"მე ვეძახი და შესანიშნავადაც ვიტან, ძალიან კარგი და თბილი ქალია. ასე რომ, აფერისტულად არ ვეძახი. ვაფასებ და მაფასებს".
"ჩემი მეუღლის სოფელში ყვველა დედათი მიმართავს და ზურგს უკან წყევლიან. პირში ვუთხარი სათითაოდ ყველა იმ რძალს, რომ ძალიან დიდი რაოდემნობის ვაზელინით არიან გაჟღენთილები. ჩემი აზრია".
"სამწუხაროდ, ბევრი ვიცი, რომ აფერისტულად ეძახის და ძალიან ვბრაზდები. მე დედასაც ვეძახი და სახელსაც და საერთოდ ძალიან მაგარი დედამთილი მყავს და ძალიან მაგარი ურთიერთობა გვაქვს... მართლა როგორც დედა, ისე მიყვარს, უკვე მეოთხე წელია ერთად ვცხოვრობთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს ვიქნებით ასე კარგად და მაგრად."
"მეც ძაან მაგარი დედამთილი მყავს, დაქალივით არის, მაგრამ დედას არ ვეძახი. მე ეს უფრო სწორად მიმაჩნია. ათი წელია მისი რძალი ვარ და სიკეთის მეტი არაფერი გვიკეთებია ერთმანეთისთვის".
"არა მგონია, დღეს ვინმე დედას ეძახდეს დედამთილს (გარდა რამდენიმე რეგიონისა და ოჯახებისა), ასე რომ, არავინ არ დაეთანხმება ამ აზრს".
"ერთ-ერთი სულელური გადმონაშთი წარსულიდან. ძალიან კარგი დედამთილი მყავს, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და სახელიც შესანიშნავი აქვს, რა ვიცი..."
"მე ვეძახი დედას და ძალიან კარგად ვართ ერთმანეთში. ხან სახელსაც ვეძახი. ძალიან კაი დედამთილი შემხვდა. მე მგონი, ასეთები აღარ არიან. ერთი იყო და ისიც მე მყავს და მინდა ვთქვა, რომ საკუთარი დედისგან არ ვარჩევ".
"მე მინდოდა დამეძახა, მაგრამ თავის შვილები არ ეძახიან და გადავიფიქრე..."
"თუ პირველ დღესვე არ დაუძახებთ, მერე ვეღარ დაუძახებთ".
"ჩვენც უნდა გავხდეთ დედამთილები და აბა, ჩვენ რა მოგვეწონება, როგორ მოგვმართონ ჩვენმა რძლებმა?"
"მე არ მინდა, დედა დამიძახოს რძალმა, პირიქით, მირჩევნია სახელს მეძახდეს და უფრო დაქალური ურთიერთობა მქონდეს".
"რამე რომ მოხდეს და მათ შვილებთან აღარ იყოთ, ისევ დედიკოებად დარჩებიან, ვითომ?"
"ისეთი საშინელი ურთიერთობა მაქვს და ისეთი საძაგელი ქალია, ნამდვილად ვერ დავუძახებ დედას".
"ყველამ თავისით აირჩიოს, რა დაუძახოს, პატივისცემას ზოგი დედის დაძახებით გამოხატავს, ზოგი - მოფერებითი სახელით, ზოგი - ღიმილიანი სახით და ა.შ. დასაცინი ადრე იყო, იმიტომ, რომ ვალდებულები იყვნენ, დედას ეძახდნენ და თან ლანძღავდნენ. ახლა არავინ არაფერს არ აიძულებს, თუ დაუძახებენ, ესე იგი მხოლოდ კარგი ურთიერთობა აქვთ. ნუ თუ აფერისტი არაა რძალ-დედამთილი. მარაზმებში აღარ ითვლება დღეს ეს თემა. მარაზმში უკვე სტერეოტიპების მსხვრევა უფრო გადადის. ყველა დღეს სტერეოტიპებს და მარაზმებს ებრძვის".
"არ ვეძახი, ანუ არ ვცემ პატივს? მთავარია, როგორი გულით ეძახი..."
"რ ვეძახი, ბიჭის დედა ვარ და არც მე მინდა, დედა დამიძახოს რძალმა. რატომღაც აფერისტობა მგონია ეგ ფაქტი და არა თავაზიანობა...!"
"მე არც დეიდას და არც სახელს, მარა თქვენობით მივმართავ და ამას ვერ შევცვლი, არ შემიძლია".
"მის შვილთან წევხარ, დედა როგორ უნდა დაუძახო, სირცხვილია!"
"დედა რატომ? პატივისცემა გამოიხატება ამით? ჩემი აზრით, დიდი სისულელეა! დედა ერთი ვიცი მე!!"
"ზოგი ისეთი ტონით ეძახის "დედას" დედამთილს, მაგას სჯობს ქალოთი მიმართონ. მთავარია ურთიერთპატივისცემა და გაგება. მე სახელით მივმართავ და დაქალებივით ვართ".
"დედა ერთია, არც მოფერებით და არც გადატანითი და არც მიმსგავსებული ფორმა არსებობს".
"ჩემი აზრით არც დაძახებით და არც დაუძახებლობით არაფერი არ შავდება. მთავარია ურთიერთობა იყოს კარგი და ჰარმონიული".