ტანსაცმელი პირველ რიგში კომფორტული და თავისუფალი უნდა იყოს თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ორსულის სამოსი მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილებისგან უნდა შედგებოდეს – შალი, ბამბა, აბრეშუმი და ა.შ.
მთავარი წესი, რომელიც უნდა დაიცვათ საორსულე ტანსაცმლის შერჩევისას – მოხერხებულად სატარებელი უნდა იყოს. არ უნდა გიჭირდეთ მოძრაობა, არ უჭერდეს მუცელზე ან უშლიდეს ხელს ნორმალურ სუნთქვას. ასევე ჯობს უარი თქვათ ღილებზე, ელვაშესაკრავებზე მუცლის მიდამოებში: იდეალური ვარიანტია შარვალი ელასტიკური ქამრით ან მთლიანი კაბა.
გარდა ამისა, მომავალი დედის სამოსი ამინდსაც უნდა შეესაბამებოდეს. არც ზედმეტად თხლად უნდა გეცვათ სეზონზე და არც ზედმეტად თბილად. პერანგის ან შარვლის ყიდვისას კარგად დააკვირდით – არ უნდა ჰქონდეს უხეში ნაკერები.
გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელი პირველ რიგში კომფორტული და თავისუფალი უნდა იყოს და მხოლოდ ამის მერე – მოდური და ლამაზი.