მომავალ დედებს ურჩევენ, უარი თქვან ამ სასმელზე ბოლო დროს ხშირად ტარდება კვლევები, რომლებიც ყავის სარგებლობაზე მიუთითებს, თუმცა ამერიკელ მეცნიერთა ახალი კვლევა მიეძღვნა ამ სასმელის ნეგატიურ გავლენას ორსულობაზე.
ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, თუ ქალი და მისი პარტნიორი, რომელთაც სურთ შვილის ყოლა, დღეში ორ ფინჯანზე მეტ ყავას სვამენ, ხოლო თუ დედა ორსულობის პირველი კვირების განმავლობაში იღებს ორ ფინჯანზე მეტ სასმელს კოფეინით, მუცლის მოშლის რისკი მნიშვნელოვნად მატულობს.
ავტორები 344 წყვილს აკვირდებოდნენ, რომლებიც შვილის ყოლას გეგმავდნენ. მომავალი მშობლები ყოველდღე იწერდნენ, ეწეოდნენ თუ არა, იღებდნენ თუ არა ალკოჰოლს, სვამდნენ თუ არა ყავას, იღებდნენ თუ არა მულტივიტამინებს. ამ წყვილებიდან დაახლოებით 28%-ის დაორსულება თვითნებური აბორტით (მუცლის მოშლით) დასრულდა - ყავის მოხმარებისას ეს რისკი 70%-ით მატულობდა. ასე რომ, წყვილებს ურჩევენ, ქალის დაფეხმძიმებამდეც მოერიდონ ბევრი ყავის მიღებას, ხოლო ორსულებს - განსაკუთრებით ორსულობის პირველ კვირებში თავი შეიკავონ ყავისა და კოფეინის შემცველი ჩაის მიღებისგან.