რას იწვევს პლასტმასის ბოთლების მოხმარება ორსულობისას? კოლუმბიის ცენტრის ბავშვთა ეკოლოგიური ჯანმრთელობის ცენრტის მეცნიერებმა პირველებმა აღმოაჩინეს, რომ პლასტიკური ბოთლების, საკვების შესანახი კონტეინერების მოხმარება ორსულების მიერ - ნაყოფის გაცხიმოვნებას იწვევს. ამის მიზეზი კი მათში არსებული ქიმიური ნივთიერების - ბისფენოლი "ა"-ს მაღალი შემცველობაა.
ამ ფაქტმა ექიმების უკმაყოფილება გამოიწვია და მაგალითად, იაპონიაში უკვე დაიწყეს ასეთი პროდუქციის ბისფენოლ "ა"-ს გარეშე წარმოება. როდესაც ეს ნივთიერება ხვდება ორსული ქალის ორგანიზმში, ბლოკავს საჭირო ჰორმონების გამომუშავებას ან ახდენს მათ იმიტირებას, რაც იწვევს ბავშვის ორგანიზმში არასასურველ შედეგებს: ასთმას, ვიტამინების დეფიციტს, ჰიპერაქტიურობას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, გოგონების ნაადრევ მომწიფებას და სხვა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 369 ორსულის შარდი, რომლებიც იმყოფებოდნენ მესამე ტრიმესტრში, ხოლო ბავშვებისა - 3 დან 5 წლამდე ასაკში. ასევე ბავშვებს 5 და 7 წლის ასაკში გაუზომეს სიმაღლე, წონა და წელის გარშემოწერილობა. შედეგი ასეთი იყო: ბისფენოლ "ა"-ს შემცველობა ორსულების 94%-ს აღენიშნებოდა, ხოლო 7 წლის ბავშვების გაცხიმოვნების მიზეზი სწორედ მუცლადყოფნის დროს ბისფენოლის ზემოქმედების შედეგი აღმოჩნდა.
რაც უფრო მაღალი ინდექსი იყო ბისფენოლ "ა"-სი დედის ორგანიზმში, მით უფრო დიდი მასის ბავშვები იბადებოდნენ. ასეთი მაჩვენებელი დაფიქსირდა მხოლოდ გოგონებში. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა დაეხმარებათ დიეტოლოგებს სიმსუქნის წინააღმდეგ საბრძოლველად. ორსულის ორგანიზმზე ბისფენოლ "ა"-ს ზემოქმედების შესამცირებლად მომავალ დედებს რეკომენდაციას აძლევენ, ხმარებიდან ამოიღონ კონსერვირებული პროდუქტები, პლასტიკური ჭურჭელი. სპეციალისტები ასევე რეკომენდაციას უწევენ შუშისგან, ფოსფორისგან და უჟანგავი მასალისგან დამზადებულ ჭურჭელს - განსაკუთრებით ცხელი პროდუქტებისთვის.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს ორსულ მეგობრებსა და ახლობლებს!