ემბრიონზე უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს არა მხოლოდ ნაკლებობამ, არამედ გარკვეული ნივთიერებების გადაჭარბებულმა შემცველობამაც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფოლიუმის მჟავის ჭარბი რაოდენობა ორსულებში შეიძლება აუტიზმის განვითარების მიზეზი იყოს.1,4 ათასი ახალგაზრდა დედის შარდის გამოკვლევისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი შარდში ფოლიუმის მჟავის მაღალ შემცველობასა და ნაყოფში აუტიზმის სპექტრის განვითარებას შორის.
"ამგვარად, ემბრიონზე უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს არა მხოლოდ ნაკლებობამ, არამედ გარკვეული ნივთიერებების გადაჭარბებულმა შემცველობამაც", - აღნიშნა მედიცინის კანდიდატმა რამკრი პარაგავანმა.
მისი სიტყვებით, სრული უარის თქმა ფოლიუმის მჟავის ძირითადი წყაროზე (მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ციტრუსი, ხილი და წვენები, პარკოსნები, მარცვლეული, ცომეული) ორსული ქალებისთვის არ არის სასურველი, თუმცა, ოპტიმალური ზღვარის შერჩევა მოხმარებული ნივთიერებებისა აუცილებელია და ეს მომავალი ექსპერტების საქმეა.