არავის დაეზარება მისთვის რეკომენდაციების მიცემა გარშემო მყოფებს ძალიან უყვართ რჩევა-დარიგებების გაცემა და განსაკუთრებით, ფეხმძიმეებისთვის. ორსული მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ არავის დაეზარება მისთვის რეკომენდაციების მიცემა. თუმცა, საკითხავია, სჭირდება კი მომავალ დედას ყველას რჩევის მოსმენა და მით უმეტეს, გაზიარება?. გთავაზობთ რჩევებს, რითაც ფეხმძიმე ყველაზე ხშირად ღიზიანდება და უხერხულ მდგომარეოლბაში ვარდება.
1. ზედმეტი კითხვები
როგორ მოიმატე!", "რამდენი კილო აკრიფე?" "ალბათ გოგო გეყოლება, ისეთი მუცელი გაქვს", _ ამ ფრაზების მოსმენა ახლობელი ადამიანებისგანაც კი აუტანელია. მომავალი დედა თქვენზე მეტად განიცდის თავისი ფიგურის გამო და ნუ გაურთულებთ ცხოვრებას. აგრეთვე, ნუ ჰკითხავთ: "როდის გაქვს მშობიარობის დრო?", "რა მოთმენს?".
2. თქვენი მშობიარობის ამბის მოყოლა
იმის მოყოლა, რამდენად რთულია ფეხმძიმობა, როგორი უყურადღებოები არიან ექიმები და ა.შ. მომავალი დედისთვის ამის ცოდნა აუცილებელი არაა. გახსოვდეთ, ფეხმძიმე ქალს მხოლოდ დადებითი ემოციები სჭირდება.
3. ორი ადამიანის ულუფა უნდა ჭამოს
თავდაპირველად, გავერკვეთ, რომ ეს ასე არაა. ფეხმძიმობის დროს აკრეფილი კილოგრამების დაკლება არც ისე ადვილია. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზედმეტი კილოგრამები ფეხმძიმეს კიდევ უფრო გაურთულებს მშობიარობას. გარდა ამისა, ტოქსიკოზი არ მისცემს ფეხმძიმობამდე საყვარელი კერძებით ტკბობის საშუალებას.
4. ფეხმძიმობა - რთული და დამღლელი პროცესია
უმრავლესობას ჰგონია, რომ ფეხმძიმე მხოლოდ ისვენებს და იფერებს თავის მდგომარეობას. თუმცა, მომავალ დედას გარშემო ყველა თავს რომ ევლებოდეს, ის მაინც განიცდის უამრავ უხერხულობას, მაგალითად ღამღამობით ტუალეტში გასვლის სურვილს, რომელიც ძილისა და მოსვენების საშუალებას არ აძლევს; აგრეთვე, მუდმივ ტკივილს ზურგის არეში და რა თქმა უნდა ტოქსიკოზს.
5. ფეხმძიმეს მუდამ უნდება ტუალეტში შესვლა
მიჩნეულია, რომ ხშირი შარდვა ფეხმძიმობის მეორე ნახევრიდანაა აქტუალური, როცა ნაყოფი შარდის ბუშტს აწვება. სინამდვილეში, ტუალეტში ხშირ-ხშირი სიარული მომავალ დედას პირველი ტრიმესტრიდან ეწყება, მაშინ, როცა არც კი ეჭვობს თავის ფეხმძიმობის შესახებ. ამიტომ, როგორც კი შეამჩნევთ, რომ ფეხმძიმე ტუალეტისკენ მიემართება, არ არის საჭირო ზედმეტი კითხვები და კომენტარები.