ლიდი რამე 1. ყველა "ინფექციასა" და " ანთებას" აქვს კონკრეტული დასახელება, რომელსაც დიაგნოზი ჰქვია. არ შეიძლება იმის მკურნალობა, რასაც არ აქვს დიაგნოზი!
2. ნაცხის ანალიზის გაკეთება არ არის საჭირო ყველა ორსულისთვის. პირველადი ინფექცია - არის მოკლევადიანი ეპიზოდი და არ შეიძლება გამოიწვიოს განმეორებითი ორსულობის შეწყვეტა.
3. ნაყოფის დაინფიცირება 90%-ში მიმდინარეობს საშიშროების გარეშე. ვირუსული ინფექციების უმრავლესობის მკურნალობა - არ არსებობს.
4. ქრონიკული ინფექციური აგენტების არსებობა ორსული ქალისა და ნაყოფისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას. თუმცა, რიგი ინფექციების რისკი იზრდება რეციდივების (რეაქტივაციის) დროს. განსაკუთრებითб როდესაც ეს ხდება მშობიარობის წინ ან მშობიარობის დროს.
5. კანდიდოზი გვხვდება ორსულების 90%-ში, ამასთან, სოკოს უჯრედები საშოს ნორმალური "მაცხოვრებელები" არიან. ამიტომ მისი მკურნალობა საჭიროა მხოლოდ ჩივილებისა და დისკომფორტის გაჩენის შემთხვევაში.
6. ციტომეგალოვირუსის მატარებლობა არ წარმოადგენს საშიშროებას ორსულისთვის და არ იწვევს სპონტანურ აბორტს. ციტომეგალოვირუსის მკურნალობა ორსულობის დროს არ არსებობს.
7. დაახლოებით 80-100% მოზრდილი ადამიანებისა არიან პირველი ტიპის ჰერპესის მატარებლები, ხოლო 20-25% - მეორე ტიპისა. გენიტალური და ჩვეულებრივი ჰერპესი არ წარმოადგენს საშიშროებას ნაყოფისთვის. ჰერპეს-ვირუსული ინფექცია არ წარმოადგენს ორსულობის განმეორებითი მოშლის მიზეზს.
8. გენიტალური ჰერპესის აღმოჩენის შემთხვევაში მშობიარობის წინ რეკომენდებულია სპეციალური პრეპარატით პროფილაქტიკური კურსის ჩატარება.
9. მოსახლეობის 95% 30-40 წლის ასაკში უკვე დაინფიცირებულია ებშტეინ-ბარის ვირუსით და არიან მისი მატარებლები, რაც არ წარმოადგენს ორსულობის მოშლის საშიშროებას. ებშტეინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
10. ინტერფერონი არ არის ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება და არ უნდა გამოიყენებოდეს ორსულებში. ეს არის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი!
11. "ა" ტიპის ვირუსული ჰეპატიტი არ ართულებს ორსულობის მიმდინარეობას, მაგრამ საჭიროა სპეციალური თერაპიული კურსის ჩატარება.
12. "ბ" ტიპის ჰეპატიტი ნაყოფს პრაქტიკულად არ გადაედება. საშიშროებას წარმოადგენს მშობიარობის დროს ახალშობილის დაინფიცირება.
13. "ც" ჰეპატიტის დროს ნაყოფის დაინფიცირება არ გვხვდება. 8% ინფიცირდება მშობიარობის მომენტში.
14. "ე" ტიპის ვირუსული ჰეპატიტი - ყველაზე საშიშია ორსულისთვის, რომელიც მაღალი ალბათობით ლეტალურად მთავრდება.
15. გონოკოკი არ წარმოადგენს საშიშროებას ნაყოფისთვის. ახალშობილის დაინფიცირება ხდება 30%-ში მშობიარობის დროს.
16. ქლამიდია არ წარმოადგენს ნაყოფისთვის საშიშროებას. ახალშობილს 25%-ში შეიძლება დაემართოს თვალების დაინფიცირება (კონიუქტივიტი), ფილტვების ანთება 5-20%-ში და სხვა სახის დაზიანებები.
17. ორსულისთვის სტაფილოკოკის "მოძებნა" ცხვირსა და ყელში არ არის საჭირო. ბავშვი გამოდის საშოდან და არა ცხვირიდან.
18. ოქროსფერი სტაფილოკოკი ნორმალური " მაცხოვრებელია" ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. მათ შორის ორსული ქალის ორგანიზმისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას.