წელიწადის ამ პერიოდში ჩასახულ ბავშვებს თურმე ყველაზე ხშირად აქვთ ქცევის და სწავლის პრობლემა იანვრიდან მარტამდე პერიოდი თურმე არც ისე კარგია ბავშვის ჩასახვისთვის - ასე ამტკიცებენ ბრიტანელი მეცნიერები. ზამთარში ჩასახულ ბავშვებს თურმე ყველაზე ხშირად აქვთ ქცევის და სწავლის პრობლემა, რადგან მათ დედებს ორსულობის პირველ ტრიმესტრში აკლიათ D ვიტამინი.
როგორც "ტელეგრაფი" წერს, გლაზგოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააანალიზეს 800 ათასზე მეტი ბავშვის ჯანმრთელობისა და სწავლის მონაცემები, 2006-დან 2011 წლამდე. ანალიზმა უჩვენა, რომ ქცევასა და სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე დისლექსია, კითხვის პრობლემები, ჰიპერაქტიურ და ყურადღების დეფიციტის რობისა სინდრომი იმ მოსწავლეების 8,9 პროცენტს ჰქონდა, რომლებიც იანვარში, თებერვალში ან მარტში იყვნენ ჩასახულნი, შესაბამისად, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით იყვნენ დაბადებულნი.
ივლისიდან სექტემბერში ჩასახულ ბავშვებში ეს მაჩვენებელი 7,6% იყო.
მეცნიერების აზრით, მიზეზი ცუდი ამინდებია, რაც ზამთრის თვეებს ახლავს თან. ორსული ვერ ახერხებს საწყის თვეებში სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნას, არ ხვდება მზის სხივები და აკლდება D ვიტამინი. ეს ვიტამინი კი ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის, პირველ რიგში - ტვინისთვის. მეცნიერები მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ორსულებისთვის D ვიტამინის შემცველი დანამატების დანიშვნის აუცილებლობას.