სწორედ ამიტომ ურჩევს თითქმის ყველა ექიმი დედას საკეისრო კვეთას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და არა პირადი კომფორტისთვის კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საკეისრო კვეთამ შეიძლება ბავშვის ტვინის განვითარებაზე იმოქმედოს. კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ჩვილებს ყურადღების კონცეტრაცია აქვთ დაქვეითებული.
კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს 3 თვის ჩვილები გამოიკვლიეს, ზოგი ბუნებრივი გზით იყო დაბადებული, ზოგი - საკეისრო კვეთის შედეგად.
თავდაპირველად მეცნიერების ყურადღება მიიპყრო ჩვილების თვალების მოძრაობამ. მათ მონიტორზე უჩვენებდნენ ნახატებს. ხან ერთ მხარეს, ხან მეორე. ბავშვის თვალზე დაკვირვებით მეცნიერებმა დაადგინეს, ეკრანის რომელ მხარეს ელოდებოდა ბავშვი ნახატის გამოჩენას.
ასეთი "მოლოდინი" დაკავშირებულია ყურადღების ერთ-ერთ ფორმაზე, რომლის დროსაც ტვინი გამოჰყოფს მისთვის საინტერესოს ზოგადი სივრციდან და ფოკუსირებას ახდენს მასზე.
დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ, შენელებული კონცენტრაცია ჰქონდათ, ვიდრე ბუნებრივი გზით დაბადებულ ბავშვებს. "შედეგმა დაგვაფიქრა, რომ დაბადების საშუალება თავის ტვინის პირველად გამოვლინებაზე ახდენს გავლენას" - ამბობს სკოტ ადლერი, ექსპერიმენტის ავტორი.
მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება მშობიარობა საკეისრო კვეთის მეშვეობით (ხშირად არა სამედიცინო დანიშნულების, არამედ, იმის გამო, რომ ფეხმძიმეებს მშობიარობის ეშინიათ). და ჩნდება ნეგატიური კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საკეისრო კვეთა ბავშვებში იწვევს ასთმის, პირველი ტიპის დიაბეტისა და სიმსუქნის ალბათობას.
მეცნიერების აზრით, ეს შეიძლება დამოკიდებულია იმაზე, რომ ბუნებრივი მშობიარობის დროს ბავშვი დედისგან იღებს სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც იცავენ მას დაავადებებისგან.
2015 წლის აპრილში საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციამ მოუწოდა ყველა ექიმს, საკეისრო კვეთას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართონ, როცა საფრთხე ექმნება დედისა და ბავშვის ჯანმრთელობას.
მსგავსი კვლევები არ ამტკიცებს მიღებული შედეგების 100%-აინ სიზუსტეს. მაგრამ გარკვეული რისკების არსებობას ნამდვილად ადასტურებს. სწორედ ამიტომ ურჩევს თითქმის ყველა ექიმი დედას საკეისრო კვეთას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და არა პირადი კომფორტისთვის. უკანასკნელ წლებში ხომ ძალიან ბევრი ქალი საკეისრო კვეთას სრულიად არასამედიცინო ჩვენებით ირჩევს.