ყველაზე კითხვადი
ყველაზე შთამბეჭდავი წერილი, რომელიც ქალმა საყვარელთან გაქცეულ ქმარს მისწერა
ყველაზე შთამბეჭდავი წერილი, რომელიც ქალმა საყვარელთან გაქცეულ ქმარს მისწერა
ხანდახან ადამიანური გრძნობები, სიყვარულიც არ არის ხოლმე მარადიული. დღეს თუ სიყვარულის ფრთებით დაქრის ვიღაც, ჰგონია, რომ უყვარს და ოჯახს ქმნის, რამდენიმე წელში აცნობიერებს, რომ მცდარი ნაბიჯი გადაუდგამს. ამ "მცდარი ნაბიჯის" გამო ბევრი ოჯახი ინგრევა... ამ დროს ზოგიერთი ამჯობინებს, მობეზრებულ მეორე ნახევარს სადმე შორს გაექცეს. თუმცა არ ღირს თურმე აჩქარება, მათ შორის, ამ საკითხშიც – ჯერ უნდა ბევრი იფიქრო, გადააფასო ურთიერთობები და ისიც გააცნობიერო, რას მიიღებ აქედან და ხომ არ აღმოჩნდები უარეს მდგომარეობაში... როგორც ეს კაცი, რომელმაც ცოლს გამოსამშვიდობებელი წერილი დაუწერა:

"ჩემო საყვარელო, გწერ ამ წერილს, რომ გაცნობო – სამუდამოდ გშორდები. მთელი ეს 7 წელი შენი ქმარი ვიყავი. მაგრამ ეს ბოლო თვე ნამდვილ ჯოჯოხეთად მექცა. დღეს დამირეკა შენმა უფროსმა და მითხრა, რომ სამსახურიდან წამოსულხარ... ეს ბოლო წვეთი იყო – ნეტავ რის იმედი გაქვს, როგორ უნდა იცხოვრო? ჩემი მცირე ხელფასი ხომ არაფერში არ გვყოფნის. წამოხვედი და არც მითხარი... წინა კვირას სახლში მოხვედი და ვერც კი შენიშნე, რომ ახალი ვარცხნილობა მქონდა, რომ შენი საყვარელი კერძი დაგახვედრე, არც ჩემს ახალ მოკრივის შორტებს მიაქციე ყურადღება. სწრაფად ივახშმე, შენს საყვარელ სერიალს უყურე და დასაძინებლად წახვედი. აღარ მეუბნები, რომ გიყვარვარ, აღარც სექსი გვაქვს. რა ხანია, ერთად არაფერი გვიკეთებია. ერთი სიტყვით, მინდა გითხრა, რომ მინდა საბოლოოდ გავქრე შენი ცხოვრებიდან. არ მეძებო, გთხოვ.
შენი ქმარი.
P.S. მე და შენი დაქალი დასავლეთ ვირჯინიაში გადავდივართ საცხოვრებლად და ალბათ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ!"


"ჩემო ძვირფასო ყოფილო ქმარო!
დღეს ალბათ არაფერი დამაყენებდა ასეთ კარგ ხასიათზე, როგორც შენი წერილი! მართლაც 7 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ აშკარად გადაჭარბებულად გგონია თავი კარგ ქმრად და მე – ცუდ ცოლად. არ იღელვო, რომ ვერ შევნიშნე შენი ახალი ვარცხნილობა, უბრალოდ, მომეჩვენა, რომ მასში ქალს
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაემსგავსე და თავი შევიკავე კომენტარისგან. რაც შეეხება ჩემს საყვარელ კერძს, ჩემს დაქალში აგერიე – მე უკვე 5 წელზე მეტია, ღორის ხორცს არ ვჭამ. რაც შეეხება შენს შორტებს... გავჩუმდი, იმიტომ, რომ შევნიშნე მისი ფასი – 45 ევრო – სწორედ ეს თანხა ისესხა ერთი დღით ადრე ჩემმა დაქალმა. ამ ყველაფრის მერე მაინც მიყვარდი და ვფიქრობდი, რომ ერთად ვიპოვიდით გამოსავალს.
...ლატარიაში 10 მილიონი ევრო მოვიგე, სამსახურს თავი დავანებე და ჩვენთვის – ჩემთვის და შენთვის, იამაიკაზე სამოგზაუროდ ორი ბილეთი ვიყიდე. როცა მაღაზიიდან დავბრუნდი, შენ აღარ დამხვდი... მაშინ გავიფიქრე, რომ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. იმედი მაქვს, ახლა ის მშვენიერი ცხოვრება გაქვს, რომელზეც სულ ოცნებობდი. ჩემმა იურისტმა მითხრა, რომ შენი წერილის გამო ჩემი ქონებიდან ცენტის მიღების შესაძლებლობაც არ გექნება. ასე რომ, ვიმედოვნებ, შეძლებ საკუთარ თავზე ზრუნვას.
შენი მდიდარი და თავისუფალი ყოფილი ცოლი.

P.S. მე შენთვის არ მითქვამს, რომ ჩემი დაქალი კარლა სინამდვილეში დაბადებიდან კარლი იყო. იმედია, ესეც არ შეგიქმნის პრობლემას".


შეგიძლიათ ასევე წაიკითხოთ ცოლის წერილი ქმრის საყვარელს.
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (11)
17:56 / 14-11-2016
tedo lemona
ეს ქალზეა დაწერილი და ნუაკეტებტ @ @ ესეც ქალის დაწერილი იქნება 3:) :D
23:11 / 11-01-2015
tamuna
ესეც ასე კველა მოგალატე ქმრებო.
16:54 / 09-01-2015
xato
ამდენ სიურპრიზს ერთად გაუძლო ნეტა ამ კაცის გულმაა?? :D:D:D ყველა ასეთ კაცს ასე უნდა დაემართოს.........:D:D:D
02:00 / 09-01-2015
nata
აუუუ რა ვიცინე ჯუმბერის კომენტარზეე,,,ამართლებს სახელს... ,,საწმელი,,-მაგარიაა..
02:44 / 08-01-2015
Tamriko
არ არის ყველა კაცი ერთნაირიი არა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
01.01.2017
რა ჯობია, წამოვგორდებოდი დივანზე პულტით ხელში და საახალწლო გადაცემებს ვუყურებდი
23.11.2016
რჩევა ანასტასოსგან: პირი მაგრად გააღეთ და ყბა გვერდით გასწიეთ, რომ კარგად გამოგივიდეთ
01.09.2016
ნახეთ, რა რეაქცია აქვს ერთი წლის ბავშვს წიგნზე
16.08.2016
ინტერნეტში წერილი და აღზრდის ეს მეთოდი განსაკუთრებით პოპულარული გახდა
29.03.2016
ისეთი მომენტები აღბეჭდა ფირზე, რომლებსაც, როგორც წესი, არ აჩვენებენ ხოლმე
14.02.2016
უამრავ ადამიანს აინტერესებს, გადალახავს თუ არა ბოლოს და ბოლოს მამა ამ წინააღმდეგობას?
12.02.2016
აბა, ვინ ეთანხმება ამ მოსაზრებას?




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31