გუშინ ისე ჩავიფსი, ზურგიც კი სველი მქონდა სულელების გარემოცვაში ვცხოვრობ... უკვე 20 დღეა სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ! მაგალითად გუშინ ისე ჩავიფსი, ზურგიც კი სველი მქონდა. ღამე გავყვირი ბოლო ხმაზე - გამომიცვალეთ-თქო, ისინი კი...
იმის მაგივრად, რომ სველი პამპერსი გამომიცვალონ, პირში მატყუარას მჩრიან. მატყუარა პამპერსს ხომ არ გამიშრობს...
რა თქმა უნდა, მე ის გადმოვაგდე. ...
ჩავისვარე!!! - ვუყვირი ბოლო ხმაზე. უშედეგოდ.
ეს რა ნამძინარევი გამომეტყველებაა? არა, არ მინდა ჭამა, მინდა, რომ მშრალი ვიყო! იქნებ ჩუმად ვყვირი? უნდა ვეცადო, უფრო ხმამაღლა ვიტირო. ა-ა-ა-! აი, ნამძინარევი სახეების რაოდენობამაც იმატა, მაგრამ ვერც ერთი ვერ ხვდება, რა მინდა.
რა უწუ-პუწუ? დროზე გამომიცვალეთ!
აი, ისევ მატყუარას მჩრიან პირში. აი, გავიზრდები და ვაჩვენებ მაგათ სეირს...
ოჰ! გამოჩნდა ჭკვიანი. იქნებ პამპერსი აქვს გამოსაცვლელიო? მიდი მერე, გამომიცვალე!
რაღაც ჭამა მომინდა. მშია!!!
დედა: - ალბათ ისევ გამოსაცვლელია.
ძლივს გავთბი, გაანებე თავი პამპერსს!
დედა: - არა, მშრალია.
აი, ისევ ის ჭკვიანი ამბობს: “იქნებ შია?" ყოჩაღ! შენ რომ არ იყო, რა მეშველებოდა... შენ გნიშნავ უფროსად!
უფ, რა გემრიელი იყო... რაღაც ძილი მომერია. ჯობს დავიძინო. მატყუარა მომაწოდეთ!!! ო! სულელიც კი მიხვდა, რაც მინდოდა. მიხარია. ხვალ რომ გავიღვიძებ, გავაგრძელებ დანარჩენების აღზრდა-განვითარებას.