"დილით რომ კევი გამატანე, იცი რომ დამღუპე?" სკოლიდან მოსული მიყვება: "დილით რომ კევი გამატანე, იცი რომ დამღუპე? ავტობუსში გამეცინა და პირიდან გადმომივარდა . ბას დრაივერის (მოქმედება ამერიკაში ხდება) შემეშინდა და უცებ ჟაკეტი გადავაფარე. ჟაკეტზე რომ დავიხედე, შენი შემეშინდა. ვიცი რომ კევიანი ტანსაცმელი არ ირეცხება. კაფეტერიაში ბრექვესთზე შევედი და მაცივარი რომ გავაღე, სახელურზე კევი აეკრო. იმ ქალის ნერვი არ მქონდა და წმენდა დავუწყე. ამასობაში გაკვეთილი დაიწყო და დავრჩი მშიერი. ხოდა ტესტშიც დაბალი ქულა მივიღე. სხვა დროს კევი აღარ გამატანო იცოდე".
ეკატერინე ალფაიძე