კრეატიულმა მშობლებმა ონლაინმეგობრები შვილის "მარკირებით" გაახალისეს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა და კრეატიულმა მშობლებმა ონლაინმეგობრები შვილის "მარკირებით" გაახალისეს. ახალდაბადებულ პაწაწინა თაიას მამიკომ იარლიყი შეაბა.
"ჩემმა მეუღლემ თავისი ხელით დაამზადა სახლის პრინტერზე. იარლიყზე დატანილი ნიშნები ზუსტად იმასვე მიუთითებს, რასაც ტანსაცმელზე ყოველდღიურად ვხვდებით", - ამბობს თაიას დედა მარიტა ცინცქილაძე.
"შემადგენლობა: 50% დედა, 50% მამა. ერთობლივი წარმოება თბილისი-ბათუმი, დამზადებულია სიყვარულით", - ვკითხულობთ ამ ორიგილარულ იარლიყზე, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.