დიალოგი ქალსა და ტვინს შორის. პოზიტიურად, გოგონებო, პოზიტიურად! ქალი: ო ღმერთო, მიდის, მიდის ჩემგან სამუდამოდ! (ტირის)
ტვინი: პოზიტიურად, პოზიტიურად...
ქალი: რაღა პოზიტიურად, ბარგს ალაგებს, უნამუსო...
ტვინი: ნუ ტირი, გაიღიმე... ნუ იქნევ ხელებს წისქვილივით!
ქალი: დამპალი, ჩანთას ალაგებს... წესიერი კაცი მარტო წინდებს და საცვლებს ალაგებს, ეს კი შარვალსა და მაისურებსაც... (ტირის).
ტვინი: გაიღიმე...
ქალი: იქნებ მივიდე და კისერზე ჩამოვეკიდო?
ტვინი: სულელო!
ქალი: იქნებ მუხლებზე დავეცე მის წინ?
ტვინი: სულელო!
ქალი: იქნებ ისა... რა...
ტვინი: „რა ისა“?
ქალი: აი... ტაფა რომ ჩავცხო თავში... ნაზად?
ტვინი: ????
ქალი: მერე ერთი ორი თვე ბულიონით დავანაყრებ, სანამ კარგად არ გახდება. ამასობაში იქნებ გადაიფიქროს... და აღარ წავიდეს...
ტვინი: ძალა რომ ვერ მოზომო?
ქალი: ნაზად მოვიქნევ და ისე ჩავცხებ...
ტვინი: მაგას არ ვგულისხმობ... ძლიერი ქალი ხარ, ისე რომ მოიქნიო, რომ მოკლა, მერე?
ქალი: თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, მითხარი რა მოვიმოქმედო?
ტვინი: გაიღიმე!!!! პოზიტიურად, პოზიტიურად...
ქალი: რა არის აქ პოზიტიური? მე ხომ მარტო ვრჩებიიიიიიიიიიიიიიი (ტირის)
ტვინი: გაიღიმე! ჯერ ერთი მარტო კი არა - თავისუფალი ქალი ხდები...
ქალი: რა ჯანდაბად მინდა სეთი თავისუფლება?
თვინი: გაიღიმე! თავისუფლება - ეს ხომ მშვენიერია: მთელ დროს საკუთარ თავს დაუთმობ!
ქალი: რისთვის? (თან სლუკუნებს)
ტვინი: იმისთვის! თურქულ ენას შეისწავლი და სერიალებს თარგმანის გარეშე უყურებ. ყოველთვის ოცნებობდი ამ ენის შესწავლაზე.
ქალი: ჰო, დროს ვერ ვპოულობდი ვერასდროს მაგისთვის...
ტვინი: ფინანსებს შენ თვითონ განაგებ, გაანაწილებ როგორც გინდა, რასაც გინდა იმას იყიდი...
ქალი: ქურქს და ფეხსაცმელებს ვიყიდი... აი იმას - ბაფთით (თან ცრემლებს იწმენდს).
ტვინი: იმ ბიჭთან ერთად ივახშმებ... იურიდიულ ფაკულტეტზე რომ სწავლობს... იმ დღეს ისე გიყურებდა...
ქალი: (იღიმის) ჰო, იმ ახალ კაფეშიც წავალთ, სხვათა შორის ადრე დამპატიჟა... ქურქს ჩავიცვან და იმ ფეხსაცმელს - ბაფთით... (იღიმის)
ტვინი: არც საჭმელს გააკეთებ, არც გაურეცხავ...
ქალი: მარტო პედიკური-მანიკური-მასაჟი-ნიღბები! (ბედნიერებისაგან ღიღინებს). ექსკურსიაზე წავალ (ოცნებობს)...
ტვინი: აი ხომ ხედავ, შენ კი პოზიტიურს ვერაფერს ხედავდი...
ქალი: ოი, როგორ ვიცხოვრებ... ( იღიმის გამარჯვებული სახით). უფ, რა კარგიაააააააა!
ტვინი: რა მოხდა?
ქალი: მუხლებზე დგას, გვერდზე ჩემოდანი უდევს, მუხლებს კოცნის!
ტვინი: ვის მუხლებს?
ქალი: ჩემოდნისას ხომ არა, ჩემს მუხლებს... პატიებას მთხოვს! ამბობს, ჩემნაირს ვერასოდეს შეხვდება... დარჩენა უნდა!
ტვინი: უი!
ქალი: და თავისუფლებას რაღა ვუყო? (ტირის) თუქრულის წრეს? ქურქს, ბაფთიან ფეხსაცმელს და გიოს - იურიდიული ფაკულტეტიდან? (ტირის)
ტვინი: პოზიტიურად, პოზიტიურად...