ერთი ბეწო პრობლემისთვის შეყრის ქვეყანას, ბუზის სპილოდ ქცევის ოსტატია ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ პატარა იგავს იმის შესახებ, თუ რა დააკლო ღმერთმა ქალს, ქალბატონების ბევრი კომენტარი მოჰყვა. იგავში საუბარი იყო იმაზე, რომ ღმერთმა ქალი დიდი ძალით აღჭურვა, თუმცა დააკლო ის, რომ ქალმა არ იცის საკუთარი თავის ფასი...
უმრავლესობამ დაადასტურა, რომ სწორედ ასეთია მათი დანახული ქალი. თუმცა კომენტარებს შორის იყო მამაკაცის აზრიც, რომელიც სწორედ კაცების მიერ დანახულ ქალს წარმოგვიდგენდა. აი, როგორია მათ მიერ დანახული ქალი:
"არადა ყველაფერი პირიქითაა: ოცდება როცა საოცარი არაფერია; ეშინია, როცა საშიში არაფერია; ტირის, როცა სატირალი არაფერია და თანაც სარკის წინ, რომ ასე უფრო შეებრალოს თავისი თავი და თან საყვარელი მიმიკები დაიჭიროს. ერთი ბეწო პრობლემისთვის შეყრის ქვეყანას, ბუზის სპილოდ ქცევის ოსტატია. მოკლედ, ასეთია ქალი და არა ისეთი, ავტორმა რემბოდ რომ წარმოაჩინა... მაგრამ მაგიტომაც არის ძალიან საყვარელი. აი, ბოლოს რაც შეეხება... უმეტეს შემთხვევაში ზედმეტი წარმოდგენა აქვს თავის თავზე და შესაძლებლობებზე.
არ გეწყინოთ, მიყვარხართ ქალებო :)"
გიო