სამწუხაროდ, ყველა გოგონა და ქალი როდი იცავს მათ სოკოვანი დაავადება, შიდა და გარეთა სასქესო ორგანოების ანთება და ონკოლოგიური დაავადებებიც კი შეიძლება გამოიწვიოს ელემენტარული ჰიგიენის წესების დარღვევამ. სამწუხაროდ, ყველა გოგონა და ქალი როდი იცავს მათ.
არ უნდა დაგავიწყდეთ:
სტრინგი
ამ სახის თეთრეული ჯანმრთელობისთვის საშიშ რისკებს შეიცავს და ქალის საცვლებს შორის ყველაზე საშიშ ტიპად ითვლება. თუ მასზე უარს ვერ ამბობთ, შინ მისულმა საღამო და ღამე მაინც ჩვეულებრივ საცვალში გაატარეთ, რომელიც გამუდმებით ზეწოლას არ მოახდენს ანალურ ნაპრალზე. გარკვეული კვლევები ადასტურებს, რომ ანუსზე გამუდმებული ზეწოლა კიბოს რისკებს შეიცავს.
საფენები
ყოველდღიური საფენები ყოველ 5 საათში ერთხელ უნდა შეცვალოთ, ხოლო მენსტრუაციის პაკეტები - ყოველ 3-4 საათში, მიუხედვად მისი დაბინძურების დონისა. ამ წესების უგულებელყოფა ვაგინალური მიკროფლორის დარღვევამდე მიგიყვანთ.
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები გარეთა სასქესო ორგანოების დასაბანად არის განკუთვნილი, თუმცა სუფთა წყალს არაფერი ჯობია. რაც არ უნდა ხარისხიანი გელი იყოს, ყოველდღიურად მისი გამოყენება ნეგატიურად აისახება სასქესო ორგანოების მიკროფლორაზე. საბოლოოდ კი სოკოვან დაავადებას იწვევს. ასეთ დროს ბევრ ქალს ისევ ძველებური და გამოცდილი საშუალების გამოყენება ურჩევნია და 72%-იან ე.წ. სარეცხს საპონს იყენებენ ხოლმე.
ბამბის თეთრეული
თუ არ მოგწონთ ამ ყველაზე სასარგებლო მასალისგან დამზადებული საცვლები, ისეთი მაინც შეარჩიეთ, რომ უბე ბამბის ქსოვილის ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ჯობია მთლიანად ნატურალური ქსოვილის იყოს.
ცხიმიანი და ტკბილი საკვები უარყოფითად მოქმედებს საშოს მიკროფლორაზე, იწვევს სოკოს. ამ პროდუქტების შეზღუდვით თქვენს ქალურ ჯანმრთელობას დიდ სარგებლობას მოუტანთ.