საშვილოსნოს გარე ორსულობა - რა უნდა იცოდეთ!
საშვილოსნოს გარე ორსულობა - რა უნდა იცოდეთ!
საშვილოსნოსგარე ორსულობა მძიმე პათოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება და განვითარება ხდება არა საშვილოსნოს ღრუში როგორც ნორმალური ორსულობის დროს, არამედ მის გარეთ – კვერცხსავალ მილებში, საკვერცხეებში ან მუცლის ღრუს ორგანოებზე. შემთხვევათა 99%-ში იგი ვითარდება კვერცხსავალ ანუ ფალოპიუსის მილში.

საშვილოსნოსგარე ორსულობის გამომწვევი მიზეზებია:
კვერცხსავალ მილებში არსებული ანთებითი ცვლილებები – ამ დროს მილის სანათურის დიამეტრი ვიწროვდება ან ვითარდება ჩიხები და ჯიბეები, რაც განაპირობებს ფალოპიუსის მილების ფიზიოლოგიური პერისტალტიკის შესუსტებას ან სრულ გაქრობას. შედეგად განაყოფიერებული
You must have Flash Player installed in order to see this player.
კვერცხუჯრედი ვეღარ გადადის საშვილოსნოს ღრუში და მილში რჩება, სადაც მიემაგრება
მის კედელს და იწყებს ზრდას.
ინფანტილიზმი – ფალოპიუსის მილის კუნთოვანი შრის განუვითარებლობა.
ნეიროენდოკრინული დარღვევები – ცვლის ფალოპიუსის მილების პერისტალტიკას.
ფალოპიუსის მილის კედელზე მიმაგრებული კვერცხუჯრედის ქორიონული (გარეთა შრის) ბუსუსები მალე ჩაიზრდება მილის კედლის მთელ სისქეში, რადგან აქ ნაკლებადაა განვითარებული დეციდუალური გარსი და ანტიპროტეოლიზური (ცილების დაშლის საწინააღმდეგო) ფერმენტების სიმცირის გამო ხელს ვერ უშლის მათ ზრდას, შედეგად ვითარდება საშვილოსნოსგარე ორსულობა.კვერცხსავალ მილში ორსულობა დიდხანს ვერ გრძელდება და იგი დაახლოებით 3-8 კვირის შემდეგ წყდება.

ორსულობის შეწყვეტის ორი გზა არსებობს:
მილის კედლის გასკდომა – კვერცხსავალი მილის კედელში ქორიონული ბუსუსების ჩაზრდის შედეგად მისი მთლიანობა ირღვევა, კვერცხის ზრდას კი მილის კედლის გადაჭიმვა და გასკდომა მოსდევს.
მილის აბორტი – ამ დროს კვერცხსავალი მილი იკუმშება პერისტალტიკის საწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც კვერცხი მუცლის ღრუში გამოიდევნება და იქ იღუპება.
იმისდა მიუხედავად, თუ რომელი გზით დამთავრდება კვერცხსავალი მილის ორსულობა, ვითარდება სისხლდენა.

საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტის ნიშნებია:
უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილი მუცელში;
თავბრუსხვევა;
გულის წასვლის შეგრძნება;
საერთო სისუსტე;
არტერიული წნევის დაქვეითება;
აჩქარებული პულსი;
ნორმალური სხეულის ტემპერატურა;
სისხლიანი გამონადენი საშოდან;
ანემია – ის ამ სიმპტომებს ემატება ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში ან ორსულობის შეწყვეტიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ და ვლინდება შემდეგი ნიშნებით:
კანის და ხილული ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე;
მოლურჯო ანუ ციანოზური ფერის ტუჩები;
სანთლისფერი სახე;
ზერელე და ხშირი სუნთქვა;
ხელით გასინჯვისას შებერილი და ძლიერ მტკივნეული მუცელი.
საშვილოსნოსგარე ორსულობის დადგენა ხშირად არც ისე ადვილია. მის ამოცნობას დიდი გამოცდილება სჭირდება, რადგან მიმდინარე ექტოპიური ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ისეთივე ცვლილებები ვითარდება, როგორიც ნორმალური, ფიზიოლოგიური, საშვილოსნოს ორსულობის დროს, კერძოდ:
მენსტრუაციის შეჩერება;
გულისრევა და ღებინება;
საშვილოსნოს ყელის ციანოზი;
საშვილოსნოს გადიდება და დარბილება.

უკვე შეწყვეტილი ორსულობის დროს დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:
ორსულის ბიმანუალური გასინჯვა;
საშოს უკანა თაღის პუნქცია – მიღებული სისხლი არის შავი ფერის, უფიბრინო და შედედების უნარი არ აქვს.
ბიოლოგიური და იმუნოლოგიური რეაქციები ორსულობაზე;
ლაპაროსკოპია;
ულტრაბგერითი გამოკვლევა.
საშვილოსნოსგარე ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში უნდა მოხდეს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა, ანემიის და შოკის განვითარებისას კი – სათანადო მკურნალობა.
საშვილოსნოსგარე ორსულობა მძიმე პათოლოგიური მოვლენაა, რომელიც გინეკოლოგიურ ავადმყოფთა 1-4%-ში გვხვდება. დროული ამოცნობისა და სათანადო მკურნალობის გარეშე ის შესაძლოა ქალის სიკვდილითაც კი დამთავრდეს. ამიტომ ორსულობაზე მცირედი ეჭვის დროსაც რაიმე გართულების თავიდან აცილების მიზნით მიმართეთ გინეკოლოგს. 

janmrtelobainfo.ge
16986
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
29.05.2017
არსებობს 10 პატარა დეტალი, რაც გარშემო მყოფებს თქვენს უსუფთაობასა და უწესრიგობაზე მიუთითებს...
24.03.2017
დროა, დავფიქრდეთ, რომ ზოგიერთი ჩვენთვის უცვლელი ნივთი ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს
27.02.2017
"გიორგი რაც გაჩნდა, სულ მასზე ვლაპარაკობ, ის ისეთი დიდი მოვლენაა ჩემთვის, რომ ჯერაც ვერ მოვინელე, ვერ გავაჩვეულებრივე მისი არსებობა..."
06.02.2017
სანუკვარ გაზაფხულამდე და ზაფხულამდე არცთუ ისე დიდი დრო დარჩა, მალე მოგვიწევს ზედმეტი ტანსაცმლის გახდა და იმის დემონსტრირება, ვმუშაობდით საკუთარ თავზე თუ მაცივართან ვმეგობრობდით.
16.01.2017
რა არ უნდა გააკეთოთ კლიმაქსის დროს და როგორ უნდა შეხვდეთ ამ პერიოდს...
10.01.2017
თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა ბევრი ქალის პრობლემაა




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი