საშვილოსნოს ყელის კიბოზე, როგორც კიბოს ნებისმიერ სახეობაზე საუბარი რთულია, მაგრამ აუცილებელი. საშვილოსნოს ყელის კიბოზე, როგორც კიბოს ნებისმიერ სახეობაზე საუბარი რთულია, მაგრამ აუცილებელი. ეს გახლავთ ქალებს შორის გავრცელებული კიბოს რიგით მეორე ფორმა, დაავადება, რომელიც ცვლის ბედსა და ცხოვრებას.
საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინას ძალუძს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენა ნაადრევ სტადიაზე.
საშვილოსნოს ყელის კიბოს ნიშნები
დაავადება აასოდეს ჩნდება არსაიდან: კიბოს წინ სდევს საშვილოსნოს ყელის ეპითელის ცვლილებები, რასაც გარკვეული სიმპტომები გააჩნია.
ანომალიური ვაგინალური სისხლდენა. სისხლდენა მენსტრუალური ციკლის, სქესობრივი კავშირისა და მენოპაუზის დადგომის შემდეგ - ეს გახლავთ საგანგაშო სიმპტომი, რომლის მერეც ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.