ქალი, რომელიც ეკონომიას საკუთარ თავზე აკეთებს, მამაკაცში მხოლოდ ერთ სურვილს აღძრავს — უფრო მეტი ეკონომია გასწიოს მასზე დარწუნებული ვარ, გეცნობათ – „ამდენ ფულს ჩემთვის როგორ გავიმეტებ?“, „ახლა ვერ დავხარჯავ, უთო გამიფუჭდა და ის უნდა ვიყიდო“... და სხვა ათასი ამგვარი ფრაზა. რა თქმა უნდა, გეცნობათ და თქვენი ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ფრაზებია... ძალიან ცუდი, რადგან ესაა დაავადება და ჰქვია „ეკონომია საკუთარი თავის ხარჯზე“.
ქალი, რომელიც ეკონომიას საკუთარ თავზე აკეთებს, მამაკაცში მხოლოდ ერთ სურვილს აღძრავს — უფრო მეტი ეკონომია გასწიოს მასზე – ერიხ მარია რემარკი
რა არის „ეკონომია საკუთარი თავის ხარჯზე“
• ეკონომიაა, როდესაც ქალი მიდის საყიდლებზე, ყიდულობს პროდუქტებს ბავშვებისთვის, მეუღლისთვის, მშობლებისთვის, ძაღლისთვის… საკუთარი თავისთვის კი ფული აღარ რჩება, ან გადაწყვეტს, რომ იმის გარეშეც გაძლებს, რისი ყიდვაც უნდოდა. საკუთარ ხარჯზე ეკონომიაა, როდესაც ფული არ გენანებათ ბავშვებზე, მეუღლეზე, მაგრამ საკუთარ თავზე – კი, და ფიქრობთ: „სხვა დროს ვიყიდი, დღეს ამის გარეშეც გავძლებ“.
• ეკონომიაა, როდესაც ქალს აქვს შამპუნი, ერთი წინდა, თითო–თითო წყვილი ფეხსაცმელი სეზონის მიხედვით და 1–2 წყვილი ქვედა საცვალი. თუ კიდევაც აქვს სხვა რამე, უგემოვნო და მოდიდან გადასული. სამაგიეროდ, ქმარ–შვილი მოდურად არის ჩაცმული.
• როდესაც უყურებთ თქვენს, მაგალითად, ფეხსაცმელს და იცით, რომ უნდა გამოცვალოთ, მაგრამ იღებთ გადაწყვეტილებას: „არაუშავს, კიდევ ცოტა ხანს ვივლი ამით“…
• ეკონომიაა, როდესაც წინდა იკერება, ან უფრო უარესი – „თვალწასული“, როდესაც გაცვეთილი საცვლები არ ახლდება, როდესაც საჭიროა ახალი თვალის ტუში, თმის ნიღაბი, მაგრამ სხვა, უფრო მნიშვნელოვან რამეებზე იხარჯება ფული. განაგრძეთ კითხვა