არსებობს 10 პატარა დეტალი, რაც გარშემო მყოფებს თქვენს უსუფთაობასა და უწესრიგობაზე მიუთითებს... ბავშვობიდან გვაჩვევენ სისუფთავეს, წესრიგს. შეიძლება არ სტუმრობდე სპა-სალონებს, მაგრამ სასიამოვნოდ გამოიყურებოდე. ეს ხომ პირველ რიგში საკუთარი თავისადმი პატივისცემის დემონსტრირებაა. ეს პატარამაც უნდა იცოდეს და დიდმაც.
არსებობს 10 პატარა დეტალი, რაც გარშემო მყოფებს თქვენს უსუფთაობასა და უწესრიგობაზე მიუთითებს მაშინაც კი, თუ თქვენი ჩაცმულობა რამდენიმე ათასს უდრის.
თქვენ წინაშე სტილისტების და ამ საკითხში გარკვეული სხვა ადამიანების რამდენიმე პრაქტიკული რჩევაა.
1. არც ისე თეთრი
სამწუხაროდ, თეთრი ტანსაცმელი არ არის პრაქტიკული და რამდენიმე გარეცხვის შემდეგ მას მონაცრისფრო ან მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. თუ ასეთი რამ დაემართა თქვენს ჩასაცმელს, ნუღარ ჩაიცვამთ. ასევე მოიქეცით ლაქების შემთხვევაში. თეთრი ტანსაცმელი არ გარეცხოთ პირსახოცებთან და საწოლის თეთრეულთან ერთად. ისინი რეცხვის დროს კარგავენ ბოჭკოებს, რაც ნეგატიურად აისახება ტანსაცმელზე.
2. დაჭმუჭნული ტანსაცმელი
განსაკუთრებით ეს ეხება საოფისე ბლუზებსა და კაბებს. თუ გაცვიათ დაჭმუჭნული ტანსაცმელი, არანაირი ეფექტი არ ექნება თქვენი თმის ვარცხნილობას და საგულდაგულოდ შერჩეულ მაკიაჟს.
3. რეზინი მაჯაზე
გაურკვეველია, საიდან მოვიდა ეს მოდა. ახალგაზრდა გოგონების დიდ ნაწილს ხელზე უკეთია პოპულარული Invisibobble რეზინი, რომელიც ძველი ტელეფონის ელექტროგაყვანილობის მავთულს წააგავს. სტილისტები ირწმუნებიან, რომ მაჯაზე კეთდება საათი ან ხელის სამაჯური. რეზინი კი გამოიყენება დანიშნულებისამებრ.
4. ლაქი ფრჩხილებზე
აქ სიტყვები ზედმეტია. უბრალოდ გახსოვდეთ ერთი მარტივი წესი: სჯობს საერთოდ არ გესვათ ლაქი, ვიდრე ერთი კვირის წინანდელი ლაქის ნარჩენები გქონდეთ ფრჩხილებზე.
5. ზედმეტად გრძელი შარვალი
გრძელი შარვალი ფეხებს აგრძელებს, მაგრამ ადრე თუ გვიან შარვლის ტოტებზე ფეხი დაგებიჯებათ. ყიდვის დროს გათვალეთ, თუ რომელ ფეხსაცმელს ჩაიცმევთ ამ შარვალზე - მაღალს თუ დაბალს.
6. გახუნებული ჯინსები
შავი და მუქი ლურჯი ჯინსები დროთა განმავლობაში იცვლიან ფერს. თავიდან რომ აიცილოთ მათი გახუნება, რეცხვის დროს გადმოაბრუნეთ უკუღმა და ცივ წყალში გარეცხეთ. თბილი წყალი შლის ქსოვილის ბოჭკოს და თვალსა და ხელს შუა ხუნდება. ასეთი შარვალი ძალზე იაფფასიანად გამოიყურება და უარესობისკენ შეცვლის თქვენს იმიჯს.
7. ძალიან ბევრი ჩანთა
ბევრი პაკეტით სიარული (განსაკუთრებით ბრენდული მაღაზიების) - ცუდი ტონია. ძნელია გამოიყურებოდე მოწესრიგებულად, როდესაც რამდენიმე ჩანთა და პაკეტი გიჭირავს. შოპინგის დროს ეს მისაღებია. სამსახურისთვის სჯობს შეარჩიოთ ერთი ტევადი ჩანთა, სადაც თავისუფლად მოთავსდება ნოუთბუქი, საბუთები. იმედია, კოსმეტიკისთვისაც დარჩება ადგილი. თუ ჩანთა ნატურალური ტყავისგან იქნება დამზადებული - შესანიშნავი იქნება.
8. მტვერი და ბეწვები ტანსაცმელზე
სახლიდან გასვლისას ნუ დაგავიწყდებათ ტანსაცმლის გაწმენდა. ეს განსაკუთრებით ეხება ზამთრის მუქი ფერის ქურთუკებს. საშინლად გამოიყურება გოგონა, რომელსაც ტანსაცმელზე კატის ბეწვები, ძაფები და თმები აქვს.
9. ბუსუსები
ეს მუდმივი პრობლემაა. სამწუხაროდ, ტანსაცმლის უმრავლესობა ადრე თუ გვიან იფარება ბუსუსებით, განსაკუთრებით ნაქსოვი სვიტრები. თუ არ გაქვთ ახლის შეძენის შესაძლებლობა, მოიმარჯვეთ საპარსი და მოაშორეთ ბუსუსები.
10. თქვენი ზომა ფეხსაცმელი
როგორი ფასდაკლებაც არ უნდა იყოს ბრენდულ მაღაზიებში, არასოდეს შეიძინოთ ერთი ზომით დიდი ან პატარა ფეხსაცმელი. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან შესამჩნევი იქნება გარშემო მყოფებისთვის, თქვენ დაიტანჯებით ფეხების ტკივილისაგან.