სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ - ვლინდება, ცაციაა თუ არა ბავშვი ახალშობილის ტვინის ნახევარსფეროები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. ამიტომ არის, რომ ახალშობილს მოძრაობა არაკოორდინირებული, ქაოსური აქვს, მიუხედავად იმისა, მემარჯვენეა თუ ცაცია. ამის ჩამოყალიბება, როგორც დადგენილია, მუცლადყოფნის პერიოდშივე ხდება, მაგრამ რეალურად სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ ვლინდება, ცაციაა თუ არა ბავშვი. მარცხენა ჰემისფეროს დომინირებისას ბავშვი უპირატესად მარჯვენა ხელს იყენებს, ხოლო მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებისას - მარცხენას. ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია მემარცხენეებმა მარჯვენა ხელით წერა და ხატვა შეძლონ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი ვარჯიშების შემდგომ თავის ტვინში ისეთი პროცესები ვითარდება, რომლებიც ნეგატიურად აისახება ადამიანის მდგომარეობაზე, მის ფსიქოემოციურ ფონზე, მეტყველების პროცესზე და სხვა.
ტვინი განსაზღვრავს ჩვენს ყველა ქმედებას, არეგულირებს ორგანიზმის მუშაობას, აკონტროლებს ქცევას. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ შეგვიძლია თავის ტვინის ნახევარსფეროების კოორდინირებულ მუშაობაზეც ვიზრუნოთ. გასაოცარია, მაგრამ ბავშვი ტვინის ორი მარჯვენა ნახევარსფეროთი იბადება. ეს, რა თქმა უნდა, ხატოვანი თქმაა. საუბარია თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციურ სპეციალიზაციაზე. შემდგომ, ბავშვის ზრდასთან ერთად, ვლინდება მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციებიც. ამ პროცესის სტიმულატორი კი არის მეტყველების ათვისება და საკუთარი თავის შეცნობა. სწორედ ამის გამო იჩენს თავს მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების ფუნქციები სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ - ვლინდება, ცაციაა თუ არა ბავშვი. მარცხენა ჰემისფეროს დომინირებისას ბავშვი უპირატესად მარჯვენა ხელს იყენებს, ხოლო მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებისას - მარცხენას.
მთელის ორი ნაწილი
შვიდი წლისთვის ბავშვს სავსებით უნდა ჰქონდეს განვითარებული, უპირველეს ყოვლისა, მარჯვენა ჰემისფეროს ფუნქციები. მოდი, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს. მარჯვენა ჰემისფერო განაგებს მუსიკალურ და მხატვრულ შემოქმედებას, ინიციატივას, ხატოვან აზროვნებას, ნახევარსფეროთა შორის ურთიერთქმედებას, ხოლო მარცხენა - მეტყველებას, წერისა და კითხვის უნარს, აბსტრაქტულ აზროვნებასა და ლოგიკურ გადაწყვეტილებებს, მოტორულ სფეროს. ეს ფუნქციები მაქსიმალურად მოწაფეობის პერიოდში ვითარდება. იხილეთ გაგრძელება