ყველაზე კითხვადი
ბავშვის ასაკობრივი კრიზისი - რა მოვუხერხოთ გაჯიუტებულ პატარას
ბავშვის ასაკობრივი კრიზისი - რა მოვუხერხოთ გაჯიუტებულ პატარას
ეს პერიოდი ბევრი დედისთვის ნაცნობია. ერთ დროს მშვიდი და დამჯერი შვილი, რომელიც აქამდე ხელჩაკიდებული დაგყვებოდათ და ყველა თქვენ სურვილს სიხარულით ასრულებდა, დღეს გაბრაზებული ისვრის სათამაშოებს და ქუჩაში ისტერიკებს აწყობს. ეს მოვლენა 3 წლის ასაკის კრიზისით არის ცნობილი, თუმცა ყველა ბავშვს ზუსტად 3 წლის ასაკში არ ეწყება. ხასიათის ცვლილებებმა 2,5 წლიდან ან ბევრად გვიან, 3,5 წლიდან შეიძლება იჩინოს თავი.

კრიზისის ნიშნები
პირველი სიმპტომი გახლავთ სიჯიუტე, გაუგონრობა, ისტერიკები ყველა მიზეზის გამო. ამ
You must have Flash Player installed in order to see this player.
პერიოდს ფსიქოლოგებმა შეარქვეს "მე თვითონ".
სპეციალისტების დასკვნით, ამ დრომდე ბავშვს
დამოუკიდებელი აზროვნება არ გააჩნია. მხოლოდ ამ დროს იწყებს გარემოზე დაკვირვებას და პირველი დასკვნების გაკეთებას. იწყებს უფროსების ქცევის გამეორებას, პირველ სიტყვებს წარმოთქვამს, სიტყვებს ფრაზები მოჰყვება.
რაც უფრო უახლოვდება ბავშვი 3 წლის ასაკს, მით უფრო ემატება შეგრძნება, რომ თავად გააკეთებს ყველაფერს. ცდილობს თავისი პიროვნული "მე" წარმოაჩინოს.
რაც მთავარია, დარწმუნებულია, რომ თვითონაც ისე კარგად გამოსდის ყველაფერი, როგორც უფროსებს. თუმცა, თუ რამეს გაკეთებას სთხოვთ, ყველაფერს უკუღმა შეგისრულებთ. ერთი სიტყვით, საქმე რთულადაა, თუმცა მოთმინებითა და ხელისშეწყობით დედ-მამას ნამდვილად შეუძლია, ამ პატარა "უზნეოსგან" გულღია და სიცოცხლისმოყვარე ადამიანი გაზარდოს.

კრიზისული პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია. უმრავლეს შემთხვევაში კი წელიწად-ნახევრის განმავლობაში გრძელდება. როგორც წესი, 4 წლისთვის ეს ეტაპი გავლილია.

კრიზისის ფსიქოლოგია
mshoblebi
რატომ უჩნდებათ ბავშვებს სურვილი, რომ მშობლების წინააღმდეგ წავიდნენ? სპეციალისტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მშობლები ნაკლებ დროს უთმობენ პატარას. ფიქრობენ, რომ უკვე გაიზარდა და რღაცებს თავადაც გაართმევს თავს. არადა სწორედ ახლა აქვს გამძაფრებული მშობლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. იმდენი რამის გაგება, სწავლა და მოსინჯვა სურს. ამ დროს კი სათამაშოებთან დასვამენ და დედა სერიალს მიუჯდება, მამა კი დასასვენებლად არის წამოწოლილი. ამის საპასუხოდ ბავშვიც აღარ აქცევს ყურადღებას უფროსების ნათქვამს. არადა, მათ ყოველთვის სჭირდებათ მშობლის ყურადღება და მზრუნველობა.

ჯიუტი ბავშვი
ბავშვი მისი პიროვნების სიმტკიცისთვის იბრძვის. ეს ბრძოლა მაშინ მძაფდება, როცა მშობლები მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას არ აძლევენ. ესეც ნაცნობი მოვლენაა - დედა ფიქრობს, რომ ნაკლები დრო და ძალისხმევა დაეხარჯება, თუ თავად გააკეთებს ბავშვის გასაკეთებელს. მაგალითად, სანამ პატარა თეფშში თვითონ ურევს კოვზს, იქაურობას სვრის და რაც მთავარია, ძალიან ცოტას ჭამს, ამ დროს დედას ურჩევნია გამოართვას კოვზი და თავად აჭამოს, თავად ჩააცვას და ა.შ.
რაც უფრო ხშირად უშლიან რაიმეს კეთებას, მით უფრო მეტად ჯიუტობს პატარაც. ძალიან კარგია, როცა ბავშვი რაიმეს ცდილობს. საქციელი მხოლოდ წაახალისეთ და აუცილებლობის შემთხვევაში, შეასწორეთ. თორემ ისეთი ზარმაცი გაიზრდება, რამდენიმე წელიწადში თითს ვერ გაანძრევინებთ. ბავშვს შირისძიებაც ახასიათებს. როცა მიიჩნევს, რომ უსამართლოდ დასაჯეს, როცა რაიმეს პირდებიან და შემდეგ ავიწყდებათ, ეს ახლობლების მიმართ იმედგაცრუებებს იწვევს. მათი ავტორიტეტი ნელ-ნელა დაბლა ეშვება და სულ მალე ოჯახის წევრების სიტყვას მათთვის არავითარი ფასი აღარ ექნება.
ნუ დასჯით ბავშვს მანამ, სანამ საქციელის მიზეზებში არ გაერკვევით. თავად დაელაპარაკეთ ამ საკითხზე, იგრძნოს, რომ მას ანგარიშს უწევთ. როცა ხედავს, როგორ აინტერესებთ უფროსებს მისი საქციელის მიზეზი, თავადაც მეტი ნდობით ეკიდება მათ სიტყვებსა თუ გადაწყვეტილებებს.

დედა-შვილი
ბავშვი საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული. მისი წყენინება ძალიან ადვილია. მაგალითად, თუ მის სისუსტეს ხაზს გაუსვამთ. "კოვზის დაჭერაც არ შეგიძლია წესიერად ხელში" - ეუბნება დედა, როცა ბავშვს კოვზი შემთხვევით გაუვარდება ხელიდან. ან ხელის დაბანის დროს დაისველებს სახელოს და დედა ისევ ეჩხუბება. ეს ბავშვები საბოლოოდ იჯერებენ, რომ არაფრის კეთება არ შეუძლიათ. ნუ მოექცევით ისე, როგორც ფეთხუმსა და უგერგილოს. პირიქით, გაამხნევეთ და უთხარით, რომ ყველაფერი გამოუვა. ამ პატარა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მისი მშობლები მის მხარეს არიან. საამისოდ დიდი მოთმინება დაგჭირდებათ და მაინც, სწორი მიდგომა აუცილებელია. ამით თქვენს მომავალსაც აშენებთ.
60321
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (11)
12:56 / 08-03-2017
ana
ჩემი გოგო 1.6თვისაა მაგრამ სულ თვითონ სურს დამოუკიდებლად ყველაფრის გაკეთება,უმეტესად ჭამის დროს გვაქვს ომი,უნდა რომ თავისით ჭამოს,ჭიქიდან თვითონ დალიოს,თმა თვითონ დაივარცხნოს,ქუჩაში ხელს არ მაკიდინებს,მარტო დადის...მართალია ნაკლებად გამოსდის ამ ყველაფრის გაკეთება მაგრამ მაინც დამოუკიდებლობა სურს,რა ვუშველო არ ვიცი
13:25 / 07-03-2017
Maka-s
Patara bavshvs rogor unda scemo,is xom umweo da ususuria shens winashe,aba shen shemogcxon rogor migewoneba.ver vitan mase moazrovneebs,vitom ramec gesmit bavshvis agzdashi,fuf..
15:32 / 21-01-2015
Savsebit scori mititebebia chamotvlili. Pataras arasodes ar unda moatkuot da koveltvis unda auxsnat roca mesi asakis sheusabamo saqciels amjgavnevs an moitxovs raimes rac mistvis jer kidev adrea. Daelaparaket rogorc chamokalibebul pirovnebas da mercmunet arasodes iqnebit gaurkevel situaciashi arc tqven da arc patara. Shedegad patara tavdajerebuli da mizandasaxuli gaizrdeba.
18:37 / 17-01-2015
ნია
რა საოცრად გავს პირველ სურათზე გამოსახული ბავშვი ჩემ საყვარელ სოსიკას, გული მომეწურა, ზუსთად ასე ატირებული მინახია, რომ იცოდეთ როგორი ცოდოა, დედა აღარ ჰყავს, მანქანა დაეჯახა და დარჩა 4 პატარა მარგალიტი ობლად.....უფროსი 8 წლის, უმცროსი 3წლის
10:30 / 17-01-2015
tamar
სიტუაციას გაჩნია ბავშვი რაზე ჯირვეულობსს .ცვენ ხალხის სირცხვილის გამო ხშირად ბავშვსს ვუბრაზდებიტ დაიკიდეტ ხალხი რას იტყვის ტQვენზე მტავარია ბავშვსს გაუგოტ რის ტქმას და რის გაკეტებას აპირებსს მიეციტ დრო და ბავშვის სიმაგლეზე მოიხარეტ გინდაც მუხლებზე იდგეტ არ შეგრცხვეტ მტავარია ბავშვიც და ტქვენც არ განერვიულდეტ და ბავშვსს აგრდნობინოტ რომ ყურადგებაის გირსად ტვლიტ. პირველზე ბევრ შეცდომას ვუშვებდი ხალხი რსას იპიქრებს აზრიტ მეორეზე ხალხი გვერდზე გადავდე და ჩემს შვილებსს როგორც უხარიატ ისე ვიქცევიტ საზოგადოებაც და ოჯახიც კარგად ვგრდნობტ ტავსს. საკუტარ ბავშვც მტრად ნუ გაიხდიტ ნურასდროს სცემტ და გალანდგავტ მატტვის შენიშვნაც საკმარისია.ტუ სცემტტ არასდროს დაგიჯერებტ და ნდობას სიყვარულს და პატივისცემას დაკარგავს ტქვენს მიმარტ.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
17.01.2017
მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ თამაში ბავშვისთვის არა მხოლოდ გასართობი, არამედ სწავლის საუკეთესო ფორმაა
16.11.2016
ქართველი ფსიქოთერაპევტი გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ძიძასთან ვტოვებთ
02.11.2016
"ხშირად ვიღებთ მეტყველების პრობლემებს, ტიკებს, სტრესებს..." - როგორ უნდა მოვიქცეთ
14.09.2016

”ბავშვებს უფრო ხშირად ესმით ტელევიზორისა და კომპიუტერის ხმა, ვიდრე დედ-მამის...”

13.02.2016
ორი და მეტი შვილის მშობლებმა შესანიშნავად იციან, რას ნიშნავს, როცა ოჯახში ახალი წევრი იბადება
12.12.2015
ჩემი ბიჭუნა სამი წლისაა. მინდა, თანდათან დამოუკიდებლობას მივაჩვიო, მაგრამ ვერ ვახერხებ...




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი