აბა კარგად დაფიქრდით, მანიპულაციის მსხვერპლი ხომ არ ხართ? თქვენმა პატარამ უკვე იცის როგორ მიაღწიოს თავისას? აბა, კარგად დაფიქრდით, მანიპულაციის მსხვერპლი ხომ არ ხართ?
ჩვენი შვილები უკვე გამოცდილი მანიპულატორები არიან. ამაში ნიჭიც აქვთ და კრეატიულობასაც იჩენენ. სამწუხაროდ, მშობელს ასეთი შემოტევისგან იმუნიტეტი არ იცავს.
ეცადეთ, მანიპულაციის ძირითად ხერხებს გაუმკლავდეთ. გთავაზობთ რამდენიმე ფრაზას, რომელშიც საკუთარი თავს ან თქვენ შვილს ამოიცნობთ
1. სულ ცოტა ხანი, რაა (ვიქანავებ, ვითამაშებ, ფილმს ვიყურებ). გეცნობათ ეს ფრაზა? რა თქმა უნდა. ამ "სულ ცოტა ხნის" გამო ირევა დღის რეჟიმი, ბავშვი გამოუძინებელი რჩება. ყველაფერი "სუულ ცოტას" გამო ხდება
გამოსავალი: ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტეთ, რომ არავითარი "სულ ცოტა ხანი"არ არსებობს. წინასწარ გააფრთხილეთ ბავშვი, რომ 5 წუთს აძლევთ. ამის შემდეგ კი ყოველგვარი ვაჭრობა შეწყდება და დაიძინებს, აალაგებს, შეჭამს...
2. ვკითხულობ, მშია, გინდა რაღაც მოგიყვე? - ასეთი ფრაზები მაშინ გესმით, როცა დაძინების დროა? ან მეცადინეობის? დიახ, ეს მანიპულირების მარტივი და ეფექტური გზაა.
გამოსავალი: შეიძინეთ 10-15-წუთიანი ქვიშის საათები. ეს დრო ძილის წინა პერიოდში ბავშვის გვერდით გაატარეთ, ელაპარაკეთ, მოეფერეთ. წყალიც დაალევინეთ. როგორც კი დრო ამოიწურება, მაშინვე ლოგინში. ან მაშინვე სამეცადინოდ.
3. გთხოვ, გთხოოოოოოოვ... ეს გულისწამღები ზუზუნი პირდაპირ დედის ტვინში აღწევს, სრულად განაიარაღებს მის ნებისყოფას. ეს მანიპულირების ასევე აგრესიული და სახიფათო მეთოდია.
გამოსავალი: ზუსტად იგივე ტონით გაუმეორეთ: "არრაააააა"... 70% გაქვთ შანსი, რომ დაამარცხებთ პატარა "ტერორისტს".
4. ავად გავხდები, მოვკვდები ან სულ წავალ და დავიკარგები. ამ სიტყვების თქმისას ბავშვს თვალწინ უდგას ავადმყოფი ან დაკარგული შვილის საწოლთან მოქვითინე მშობლები, რომლებიც თავიანთ დანაშაულს ნანობენ. დიახ, უნდა ეყიდათ ის ლამაზი კონსტრუქტორი.
გამოსავალი: გულახდილად უთხარით, რომ გეშინიათ იმის გაფიქრების, რასაც ბავშვი ამბობს. უთხარით, რომ ძალიან გიყვართ, რომ მუდამ იზრუნებთ მასზე, მაგრამ დედისთვის ასეთი რამეების თქმა არ შეიძლება. დედიკოს ძალიან ტკენს გულს ასეთი სიტყვები.