მას დამოუკიდებლად მოქმედებისთვის სივრცე და ნებართვა სჭირდება 1. ასწავლეთ საკუთარი ნივთების პატივისცემა
პატივისცემა - ამა თუ იმ საგნის ღირებულების გაცნობიერების პროცესია. საკუთარ ნივთებს უნდა აფასებდეს და უფრთხილდებოდეს. თავისი ყოველთვის უნდა ერჩიოს სხვისას. ამით სხვისი საკუთრების პატივისცემასაც ისწავლის და არასოდეს დააზიანებს იმას, რასაც სხვა უფრთხილდება.
2. არაფერი გააკეთოთ ბავშვის მაგივრად
თქვენი შვილი სამყაროს "ცდისა და შეცდომის" პრინციპით სწავლობს. მისი მისწრაფება ახალი ცდებისკენ, სიახლეებისკენ მომავალში გამარჯვებისკენ სწრაფვას ამტკიცებს. სწავლობს აღმასვლას და მარცხს, დაწყებას და დასრულებას, მოსინჯვას და შეცდომის დაშვებას. ეს პატარ-პატარა ბრძოლები, რომლებიც დღეს სასაცილოდ არ გყოფნით, მომავალში დამოუკიდებელ არჩევანს და გამარჯვებისთვის სტრატეგიის შერჩევას ასწავლის თქვენს შვილს.
3. განტვირთეთ ბავშვის დღის რეჟიმი, რათა საკუთარი ინტერესებისთვის მეტი დრო დარჩეს
ბავშვები დღეს ძალიან დაკავებულნი არიან სკოლაში. ამას წრეებიც ემატება და ბავშვს აღარ რჩება დრო იმაზე საფიქრელად, რისი კეთება მოსწონს სინამდვილეში. ამის გაცნობიერებასაც დრო სჭირდება. ნუ შებოჭავთ ბავშვს. დაე ლაღად გაიზარდოს როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.
4. აიყოლიეთ ბავშვი მშობლების საუბრებში
ასე თავს ერთიანი ოჯახის ნაწილად იგრძნობს. უნდა იგრძნოს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია. ეს არის ოჯახში თანხმობისა და პატივისცემის ფუნდამენტი.
5. ნება მიეცით, "თავისი" შეცდომები დაუშვას
მას დამოუკიდებლად მოქმედებისთვის სივრცე და ნებართვა სჭირდება. შეცდომისა თუ წარმატების გამოცდილება აქედანვე უნდა დააგროვოს. ხელი შეუწყვეთ ამაში. არ არის იოლი, თან ნებაზე მიუშვა და თან გაუფრთხილდე, არაფერი დაიშავოს.
6. თავად უნდა ვაკეთოთ ის, რასაც ბავშვებს ვთხოვთ
თქვენი შვილისთვის მაგალითად უნდა იქცეთ. თქვენი სიტყვები ჰაერში ამაოდ არ უნდა იკარგებოდეს. პირიქით, თქვენი სიტყვები და ქმედებები ბავშვის სწორი გადაწყვეტილებებისთვის უნდა აძლევდეს ბიძგს.
7. ასწავლეთ, რომ არ შეეშინდეს წაგების
უნდა განუვითაროთ გრძნობა, რომ წაგება აუცილებელი პირობაა გამარჯვებისთვის. არც ზედმეტი შექება და წახალისება სჭირდება უმიზეზოდ. მხოლოდ მაშინ, როცა ეს გამართლებულია. ცხოვრებაში იშვიათად ექნება ბიძგის მიმცემი მომენტები და დაე, ბავშვობიდანვე მზად იყოს ამისთვის.