ზოგჯერ ხდება, რომ ბავშვი დედის მიმართ აგრესიას ავლენს ზოგჯერ ხდება, რომ დაახლოებით 2-3 წლის ასაკში სრულიად ადეკვატური და ნორმალურად განვითარებული ბავშვი მოულოდნელად დედის მიმართ აგრესიას ავლენს. ცემს, კბენს, კაწრავს... ამ დროს დედები იბნევიან და არ იციან, რა ქნან, რა რეაქცია ჰქონდეთ ბავშვის საქციელზე. ზოგიერთები ცდილობენ, აუხსნან, რომ ეს ცუდი საქციელია, ზოგი სრულ იგნორირებას უკეთებს და არანაირ ზომას არ მიმართავს, ზოგი კი ცემითა და დასჯით პასუხობს.
ამ დროს ნებისმიერი სპეციალისტი გირჩევთ, რომ ფსიქოლოგს მიმართოთ, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს ამის საშუალება? როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს?
ბავშვი ამ აგრესიით ცდილობს დაამტკიცოს, რომ მთავარი და მნიშვნელოვანი თავადაა, ამიტომ უნდა, რომ ყველამ მის ჭკუაზე იაროს.
რაც მთავარია, ეს აგრესია ურეაქციოდ არ უნდა დარჩეს. ბავშვს ვინმემ უნდა გააგებინოს, რომ მთავარი სწორედ დედა და მამაა.
ამ დროს ბავშს აუცილებლად უნდა გააგებინოთ, რომ მისი ნებისმიერი ასეთი ქმედება სულიერ და ფიზიკურ ტკივილს გაყენებთ. როცა ასე იქცევა, მაშინვე მოსცილდით, ნაწყენი სახე მიიღეთ და აგრძნობინეთ, რომ გეტკინათ, გეწყინათ...
არაფრით არ უნდა გაგეცინოთ ასეთ ქმედებაზე და არც უნდა "გაატაროთ", თითქოს არაფერი მომხდარა. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ ეს არ არის კარგი საქციელი და ამით სხვა ადამიანს ტკივილს აყენებს.
თუ მსგავსი ქმედებების შემდეგაც ბავშვი აგრძელებს ასეთ ქცევას და დედის გარდა სხვებზეც გამოხატავს მსგავს აგრესიას, ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირდებათ.