სანამ სწავლა-განათლებაზე ფიქრს დაიწყებთ, ჯერ ამ წვრილმანებით დაკავდით ბავშვის ბრწყინვალე მომავალზე ფიქრს მშობლები ლამის დაბადებიდანვე იწყებენ. იქამდე კი ძალიან ბევრი დროა, რომელიც თავიდანვე კარგად უნდა გამოიყენოთ. სანამ სწავლა-განათლებაზე ფიქრს დაიწყებთ, ჯერ ამ წვრილმანებით დაკავდით - ყველაფერი სწორედ აქედან იწყება. წარმოგიდგენთ 30 სახის საქმიანობას, რაც 3 წლის ბავშვს აუცილებლად მოსინჯული და გამოცდილი უნდა ჰქონდეს.
3-6 წლის ბავშვებისთვის ეს საჭირო და სასარგებლოა - ახალი ქართული საბავშვო ჟურნალი
1. ქვიშითა და ტალახით "ძერწვა" - წვრილი მოტორული განვითარებისთვის ეს საუკეთესო ვარჯიშია
2. კონსტრუქტორით თამაში - წარმოსახვითი მეხსიერების გასავითარებლად
3. თანატოლებთან ურთიერთობა სოციალურ უნარებს აყალიბებს და ბავშვს ბაღსა თუ სკოლაში ადაპტაციას გაუადვილებს
4. სურათების აღწერა - რას ხედავს და რა შეუძლია ამის შესახებ თქვას
5. დედისთვის დახმარება
6. გუბეში თამაში - უნდა მიხვდეს, დაგუბებულ წყალში რა ხდება და გაიგოს, რომ ყველა გუბეში ფეხის ჩადგმა არ შეიძლება
7. ხელების დაბანა - დამოუკიდებლად უნდა შეძლოს აბაზანაში
8. თოვლთან ურთიერთობა
9. თითებზე თვლა და ამის სხვებისთვის ჩვენება
10. ქაღალდის ნავების გაშვება - მიხვდება, რომ ზოგიერთი ნივთი ძალიან ფაქიზია და წყალთან ურთიერთობასაც ისწავლის
11. ნაძვის ხის მორთვა - ავითარებს აკურატულობას, წარმოდგენას უქმნის სილამაზესა და ესთეტურ ფასეულებებზე
12. ციფრების ცნობა
13. თავისი ხელით ჭამა
14. ველოსიპედის მართვა - სამთვლიანი ველოსიპედი მას სივრცეში ორიენტაციასა და თვითკონტროლს ასწავლის
15. ფოთლების ან ყვავილების თაიგულის შეკვრა - ამით ბევრი მცენარის სახელს ისწავლის
16. თითებით ხატვა - ავითარებს ფანტაზიას
17. კბილების დამოუკიდებლად ხეხვა ყოველდღე
18. ციგით დაშვება
19. ჩიტებისთვის საკენკის დაყრა - უნდა მოახერხოს პურის დაფხვნა, მარცვლეულის მოფრქვევა...
20. რეალისტური თამაშები, სადაც ყველას თავისი როლი აქვს (დედა, მამა, შვილი, გამყიდველი, მასწავლებელი...) - შესანიშნავია სოციალური ჩვევებისთვის
21. ცხოველებთან ურთიერთობა - ფრთხილად ხელის გადასმა და ცოდნა, რა არ შეიძლება (კუდზე მოქაჩვა, ხელის მოჭერა...)
22. ფანქრით ხატვა - ეს საქმიანობა რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა დააწყებინოთ, საუკეთესო ხერხია მრავალმხრივი განვითარებისთვის
23. ყურადღების კონცენტრაცია - უნდა შეეძლოს ისეთი დავალების შესრულება, რისთვის ყურადღების კონცენტრირება 5 წუთით მაინც დასჭირდება.
24. აპლიკაციები - ნახატის აწყობა და დაწებება მისი ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარისთვის კარგი ვარჯიშია
25. ხეების სახელები - ბავშვი რამდენიმე ხეს მაინც უნდა ცნობდეს და ინტერესდებოდეს მათით
26. ცხოველების ცნობა - ცხოველებს უნდა ასახელებდეს და ერთმანეთისგანაც არჩევდეს
27. გუნდური თამაშები
28. სიყვარული - ეს გრძნობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს განვითარებული. ოჯახის წევრები, მეგობარი, რომელიმე სათამაშო მისთვის ძვირფასი უნდა იყოს
29. თითის წვერებზე დგომა - 3 წლის ბავშვი თითის წვერებზე დადგომა უნდა შეეძლოს თუნდაც სიმაღლიდან რაიმე ნივთის ჩამოსაღებად
30. ყვავილების მორწყვა - მცენარის მოვლა მისთვის უცხო არ უნდა იყოს, ეს მზრუნველობა მომავალში აუცილებლად კარგი თვისებების გამომუშავებაში დაეხმარება.