ეს ნორმები ეხმარებათ მშობლებს, პედიატრებს, ნევროლოგებს, ფსიქოლოგებს და პედაგოგებს სწორად შეაფასონ ამა თუ იმ ბავშვის განვითარების დონე ყველამ ვიცით, რომ ინდივიდუალური თავისებურებების მიუხედავად, ბავშვის განვითარება სხვადასხვა ასაკში გარკვეულ ნორმებს ექვემდებარება. ეს ნორმები ეხმარებათ მშობლებს, პედიატრებს, ნევროლოგებს, ფსიქოლოგებს და პედაგოგებს სწორად შეაფასონ ამა თუ იმ ბავშვის განვითარების დონე.
რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, თანდაყოლილ მონაცემებს, ბავშვის ჯანმრთელობასა და კვებას. ზოგი ბავშვი ლაპარაკს გვიან იწყებს, მერე კი გრძელი ფრაზებისა და რთული სიტყვების წარმოთქმას იწყებს. ზოგი ვერ სწავლობს ხელების დაბანას სეირნობის შემდეგ და ჭამის წინ. გთავაზობთ, ბავშვის განვითარების დაახლოებით ნორმას, რასაც ბავშვი ერთი წლიდან სამ წლამდე უნდა შეესაბამებოდეს.
რა უნდა იცოდეს ბავშვმა წლიდან წლინახევრის ასაკში
წლისა და 2-3 თვის ბავშვს უნდა შეეძლოს მშრალი საკვების კოვზით ჭამა. წლიდან და 4-5 თვიდან - ნებისმიერი საკვების. რა თქმა უნდა, აკურატულობა ამ ასაკში მთავარი არ არის. ჭამოს ისე, როგორც გამოსდის.
დამოუკიდებლად უნდა ჯდებოდეს სკამზე, რომელსაც მშობელი დაუჭერს.
ელი უნდა შეუშვიროს წლის ჭავლს.
დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს ქუდის მოხდა, ფეხსაცმელზე თასმების შეხსნა და შარვლის გახდა.
უნდა მიეჩვიოს ქოთანზე დაჯდომას. კიბეზე გადაადგილება უნდა შეძლოს ფეხების მონაცვლეობით და არა ერთი ფეხის გადადგითა და მეორეს მიდგმით. რა თქმა უნდა მშობლის დახმარებით.
დასვრილი ხელების, სახის შემჩნევა უნდა შეეძლოს და მათი დაბანა მოგთხოვოთ. აგრეთვე, სველი სამოსის შეგრძნება და გახდა.
1,5-დან ორ წლამდე
ხელების დაბანა (ხელის გულების ერთმანეთზე გასმა).
სკამზე დამოუკიდებლად დაჯდომა და ადგომა.
აკურატულად ჭამა, ხელსახოცის გამოყენება უფროსის შეხსენებით.
ხელით პირის დაბანა.
ქუდის მოხდა, შარვლისა და ფეხსაცმლის გახდა.
ქოთანზე დაჯდომა.
შეხსენების დროს ცხვირის ცხვირსახოცით გაწმენდა.
2-დან სამ წლამდე ბავშვმა უნდა შეძლოს:
ხელების დაბანა ჭამის წინ.
აკურატულად ჭამა, კოვზის სწორად დაჭერა.
ხელსახოცის გამოყენება.
ხელ-პირის დამოუკიდებლად დაბანა და პირსახოცით შემშრალება.
საკიდიდან პირსახოცის ჩამოხსნა და დაკიდება.
დამოუკიდებლად გახდა და ჩაცმა.
სამოსის აკურატულად დაკეცვა და ფეხსაცმლის კარადაში შელაგება.
ცხვირის დამოუკიდებლად მოწმენდა.
სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ ნოხზე ფეხების გაწმენდა.
ამ ასაკში ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი სახელი, გვარი და მისამართი.