უახლესი ამბები
ყველაზე კითხვადი
მშობლებს სთხოვეს, ბავშვებს ტუჩებში არ აკოცონ!
მშობლებს სთხოვეს, ბავშვებს ტუჩებში არ აკოცონ!
ბავშვთა ფსიქოლოგი შარლოტა რეზნიკი თვლის, რომ არ ღირს არც ერთ ასაკში ბავშვებისთვის ტუჩებში კოცნა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ადრეული სექსუალიზაცია.

"თუ თქვენ კოცნით ბავშვს ტუჩებში, როდის გეგმავთ ამის შეწყვეტას? როდესაც ის გახდება ოთხის, ხუთის, ექვსი წლის? როდესაც დაიწყება სექსუალურობის გამოვლინება და ტუჩებში კოცნამ შეიძლება ზედმეტად გაამძაფროს ეს გრძნობა?
რათა შეიგრძნოს თქვენი სიყვარული, საკმარისია ლოყაზე ან შუბლზე კოცნა. ტუჩები - ეს სულ სხვაა, მასში ბევრი ნერვული დაბოლოებაა და ისინი ძალიან მგრძნობიარეა. არ დაივიწყოთ, რომ ტუჩები ეროგენული ზონაა და კოცნის დროს თავის ტვინში გამოიფრქვევა "ბედნიერების ჰორმონი" - სეროტონინი და ოქსიტოცინი - რაც დაკავშირებულია აგზნებასთან. მართალია, პატარები ამას ვერ ხვდებიან, მაგრამ მოზარდებში ამ ყველაფრის სტიმულირება ხდება, - აღნიშნავს რეზნიკი და დასძენს: - ასეც რომ არ მოხდეს, ბავშვზე რაღაც კვალს მაინც ტოვებს. როცა დედა კოცნის მამას ტუჩებში და პირიქით, ეს ბავშვებს ყურადღების მიღმა არ დარჩებათ. როცა თავად მათ კოცნიან, გარკვეულ პარალელებს ავლებენ სასიყვარულო მომენტებთან, რომლებსაც ტელევიზორშიც ხშირად ხედავენ". 

ზოგიერთი ფსიქოლოგი არ ეთანხმება უცხოელი კოლეგების მოსაზრებას:
"ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია მშობლების მხრიდან სითბო და სიყვარული. ღიმილი, ჩახუტება, კოცნა - მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. გაიხსენეთ, ბავშვობაში როდესაც რაიმე გვეტკინებოდა, დედა კოცნიდა იმ ადგილს და თითქოს ტკივილი მაშინვე ქრებოდა. რაც შეეხება ტუჩებში კოცნას, ამაზე ნერვიულობა არ ღირს. დიახ, ბავშვს აქვს ეროგენული ზონები, მაგრამ თქვენი კოცნა ნამდვილად არ აღაგზნებს მას დროზე ადრე. მოიქეცით ისე, როგორც ჩათვლით საჭიროდ. თქვენ ხომ მისი მშობელი ხართ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი სითბო, ჩახუტება და კოცნა აუცილებელია ბავშვისთვის. ამიტომ არ შეშინდეთ, მოეფერეთ ჩაკოცნეთ და ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს." - აცხადებენ ოპონენტები.

ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა პოლემიკის საგანი საზოგადოების მხრიდანაც. როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში და ქართველი დედებიც გამოთქვამდნენ ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებს (იხილეთ სტატია) როგორია თქვენი მოსაზრება ამ ფაქტთან დაკავშირებით?

მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (8)
00:30 / 25-04-2016
მაკა
შეგნებული სიმწიფე გვიან მოდის, თუმცა არაცნობიერი სექსუალური ძალები ადამიანში მუდმივად არსებობენ. აბა რატომ ირჩევენ თუნდაც ბაღის ბავშვები თავის სატრფოებს ჯერ კიდევ ასეთ მცირე ასაკში? არ უნდა მაგას ფილოსოფია და კვლევები. შვილი შვილია და მოეფერები, მაგრამ მაინცა და მაინც ხელოვნური სუნთქვის და მ.ის გაკეთება არაა საჭირო. ბავშვსაც უნდა დაუტოვოთ მისი სივრცე ხელუხლებელი. ვაააჰ!
16:07 / 23-03-2016
ohoh
ადრე ქმრებსაც არ კოცნიდნენ ტუჩებში :D:D:D ჩეჩენ მამებს ბავშვი ხელში არ აჰყავთ, სირცხვილია სიყვარულის გამოხატვა, მთლად ნუ ჩამორჩებით, რას ქვია არ აკოცო სადაც გინდა, არ მოეფერო, იქნებ აკვანში ჩააწვინოთ, ფეხები გაუკოჭოთ რა ვიცი კიდე რაღაცა მაგრად იდედოთ. რელექ ცივტრაკა დედებო
16:01 / 23-03-2016
normaluri
ასეთი სისულელე როგორ უნდა დაწერო, ან როგორ არ უნდა აკოცო, სად უნდა გაარჩიო ცხვირი და პირი, ერთი ბეწო საყვარელ სახეზე როცა ეფერები, ჩემი ბიჭები უკვე დიდები არიან და ძალიან მაგარი ბიჭები არიან. თბილები, კეთილები და მოსიყვარულეები, ასე რომ კოცნეთ რამდენიც გინდათ და იდიოტებს ნუ დაუგდებთ ყურს. ბავშვებს ისედაც აქვთ სექსუალობა, ოღონდ თავისებური. საკუთარი დედაშვილობა გააკონტორლეთ სხვას თავი დაანებეთ, თქვენ ვერ დამიდგენთ ნორმებს. ჩვენ კი ნორმალურებმა გავაგრძელოთ ბავშვების მთელი გულით და სულით მოფერება და სიყვარული და ყველაფერი უკან დაგვიბრუნდება.
13:55 / 23-03-2016
vanda-s
პატარას იმუნიტეტი ბევრ რამეს უმკლავდება, ბავშვი პირდაპირ ორსულობის ბოლოთ ვეებში ირებს დედისაგან ანტისხეულს და დაბადების მერეც დედის რძეში შემავალი კეთილი ბაქტერიები დამატებით იცავენ ბავშვებს, ამიტომაცაა საჭირო მინიმუმ 1 წელი ძუძითი კვება, რაც შეეხება ნერწყვით გადასულ დაავადებას, ლოყაზე კოცნით ნერწყვი არ გადადის? კარგი რაა, დაავადება არა და სირინოზი, მაშინ ბავშვს გარეთ ცხვირი არ უნდა გააყოფინო, ავტობუსში არ უნდა ჩასვა და ხალხმრავალ ადგილას არ უნდა გაიყვანო! რაიმე შენობის სახელურს ან ლიფტის ღილაკს მეტი ბაქტერია აქვს ვიდრე დედის ტუჩს!და საერთოდ დიახაც რომ ჯანმრთელ ბავშვს უნდა ქონდეს ბაქტერიებტან შეხება, რომ იმუნიტეტი გამოიმუშავოს!ზოგი შვილს ისე იზოლირებულს ზრდის, რომ 3-4 წლამდე ტემპერატურაც კი არ აქვს ბავშვს და მერე სკოლაში და ბაღში ერთბაშად ემართება ათასი ვირუსი, ეს იმის ბრალია, რომ იმუნურ სისტემას არ ქონდა ვარჯიშის საშუალება.ხანდახან სიცხე აუცილებელია ბავშვისთვის, მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერი უკუღმაა, 38 გრადუსზე დამწევს ატენიან ბავშვს! 2 სვილი მყავს და არასოდეს დამწევი არ მიმიცია, სულ ბუნებრივი მეთოდით ვუწევ სიცხეს თუ 40 გრადუსს გადაშორდა, და საერთოდ თერმომეტრიც არ მაქვს სახლში! წამლებს ჩვენ არ ვხმარობთ, ყველაფერს ბუნებისაგან ვიღებთ. ან რა უაზრო და ლოგიკას მოკლებულია ტუჩი თუ ეროგენული ზონაა, მაშინ ბავშვი რომ დედას ლოყაზე კოცნის თეორიულად მაშინაც უნდა აღიგზნას, იმიტომ რომ ბავშვსაც აქვს ეროგენულზონიანი ტუჩი:D:Dკარგით რააა:D
23:51 / 22-03-2016
vanda
sisuele!-ს და ვინ მოგახსენათ,რომ ხელზე კოცნა ჰიგიენურია და კოცნეთო?უამრავი დაავადება შეიძლება გადავიდეს ნერწყვით,რომელსაც პატარას იმუნიტეტი ვერ გაუმკლავდება სათანადოდ
მსგავსი სიახლეები
11.06.2016
როგორ უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან უბრალოდ აქტიური და ჰიპერაქტიური ბავშვი?
30.05.2016
რატომ უნდა გააკონტროლოთ მკაცრად, რას უყურებს თქვენი შვილი
22.05.2016
რატომ არის ცუდი ბავშვისთვის ქალაქში ცხოვრება?
04.05.2016
მოუსვენარი შვილი გყავთ? სწრაფად ღიზიანდება, ცოტა სძინავს და ხშირად ტირის?
24.04.2016
ყოველი მეხუთე ბავშვის მორიდებულია
29.03.2016
"იმისთვის, რომ დაისვას აუტიზმის დიაგნოზი, ბავშვი უნდა იყოს არანაკლებ 3 წლისა" - ექიმის პასუხები




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?