ბავშვთა ფსიქოლოგი თვლის, რომ არ ღირს არც ერთ ასაკში ბავშვებისთვის ტუჩებში კოცნა ბავშვთა ფსიქოლოგი შარლოტა რეზნიკი თვლის, რომ არ ღირს არც ერთ ასაკში ბავშვებისთვის ტუჩებში კოცნა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ადრეული სექსუალიზაცია.
"თუ თქვენ კოცნით ბავშვს ტუჩებში, როდის გეგმავთ ამის შეწყვეტას? როდესაც ის გახდება ოთხის, ხუთის, ექვსი წლის? როდესაც დაიწყება სექსუალურობის გამოვლინება და ტუჩებში კოცნამ შეიძლება ზედმეტად გაამძაფროს ეს გრძნობა?
რათა შეიგრძნოს თქვენი სიყვარული, საკმარისია ლოყაზე ან შუბლზე კოცნა. ტუჩები - ეს სულ სხვაა, მასში ბევრი ნერვული დაბოლოებაა და ისინი ძალიან მგრძნობიარეა. არ დაივიწყოთ, რომ ტუჩები ეროგენული ზონაა და კოცნის დროს თავის ტვინში გამოიფრქვევა "ბედნიერების ჰორმონი" - სეროტონინი და ოქსიტოცინი - რაც დაკავშირებულია აგზნებასთან. მართალია, პატარები ამას ვერ ხვდებიან, მაგრამ მოზარდებში ამ ყველაფრის სტიმულირება ხდება, - აღნიშნავს რეზნიკი და დასძენს: - ასეც რომ არ მოხდეს, ბავშვზე რაღაც კვალს მაინც ტოვებს. როცა დედა კოცნის მამას ტუჩებში და პირიქით, ეს ბავშვებს ყურადღების მიღმა არ დარჩებათ. როცა თავად მათ კოცნიან, გარკვეულ პარალელებს ავლებენ სასიყვარულო მომენტებთან, რომლებსაც ტელევიზორშიც ხშირად ხედავენ".
ზოგიერთი ფსიქოლოგი არ ეთანხმება უცხოელი კოლეგების მოსაზრებას: "ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია მშობლების მხრიდან სითბო და სიყვარული. ღიმილი, ჩახუტება, კოცნა - მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. გაიხსენეთ, ბავშვობაში როდესაც რაიმე გვეტკინებოდა, დედა კოცნიდა იმ ადგილს და თითქოს ტკივილი მაშინვე ქრებოდა. რაც შეეხება ტუჩებში კოცნას, ამაზე ნერვიულობა არ ღირს. დიახ, ბავშვს აქვს ეროგენული ზონები, მაგრამ თქვენი კოცნა ნამდვილად არ აღაგზნებს მას დროზე ადრე. მოიქეცით ისე, როგორც ჩათვლით საჭიროდ. თქვენ ხომ მისი მშობელი ხართ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი სითბო, ჩახუტება და კოცნა აუცილებელია ბავშვისთვის. ამიტომ არ შეშინდეთ, მოეფერეთ ჩაკოცნეთ და ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს." - აცხადებენ ოპონენტები.
ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა პოლემიკის საგანი საზოგადოების მხრიდანაც. როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში და ქართველი დედებიც გამოთქვამდნენ ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებს (იხილეთ სტატია) როგორია თქვენი მოსაზრება ამ ფაქტთან დაკავშირებით?