ეს მეცნიერების ახალი კვლევაა
ბავშვებს, რომლებსაც ხშირად უწევთ შიმშილის მოთმენა, დიდი შანსი აქვთ გახდნენ დამნაშავენი - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები. ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში ხშირად შიმშილობდნენ და გადატვირთული გრაფიკის გამო დიდხანს ითმენდნენ შიმშილს, მიდრეკილნი არიან აგრესიულობისა და ძალადობისაკენ. ტეხასის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა , რომელთა ნაშრომი გამოქვეყნებული იყო ჟურნალ International Journal of Environmental Research and Public Health-ში, გააანალიზეს 18 წელზე უფროსი ამერიკელების მონაცემები. მათგან 37%-მა, ვინც ცუდად და არარეგულარულად იკვებებოდა. ბავშვობაში აღიარა, რომ აქვს პრობლემები და აგრესიული დამოკიდებულებები სხვა ადამიანების მიმართ. შემდგომმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ შიმშილი ბავშვობაში დაკავშირებული იყო უარყოფით შედეგებთან, რაც გამოიხატებოდა ცუდ აკადემიურ მოსწრებაშიც.
"კარგი კვება აუცილებელია არა მარტო სწავლისთვის. ვხედავთ, რომ ის აუცილებელია კარგი ქცევისთვისაც. როდესც ბავშვი ჩამორჩება სწავლაში, ის ჩამორჩება სხვა სფეროშიც", - ციტირებს უნივერსიტეტის პრეს-რელიზის კვლევის ავტორის - ალექს პიკეროს კომენტარს.