ისინი უყურებენ მშობლების ურთიერთობას და ქვეცნობიერად მათი მაგალითი მომავალში იჩენს თავს ბავშვების აღზრდა რომ უმნიშვნელოვანესია, ამაზე არაერთხელ დავწერე უკვე. როგორც წესი, გოგონასთან დედა უფრო ახლოსაა ხოლმე, ბიჭთან კი - მამა.. ზოგჯერ პირიქითაც ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვები მშობლებისგან იღებენ მაგალითს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, თუ რას ხედავენ შვილები სახლში. როგორი დამოკიდებულებაა მშობლებს შორის, რა ესმით მათგან. ძალიან ხშირად ისინი უყურებენ მშობლების ურთიერთობას და ქვეცნობიერად მათი მაგალითი მომავალში იჩენს თავს და ის, რასაც სახლში იყვნენ მიჩვეულები, ზრდასრულ ასაკში ნორმალური ჰგონიათ... სამწუხაროდ, ხშირად დედ-მამა ვერ აძლევს შვილს იმ მაგალითს, რომელიც უნდა მისცეს.
რამდენიმე დღის წინ, მაღაზიაში, რიგში მომიწია დგომა, ჩემს წინ სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი იდგა, ორ შვილთან ერთად. დაახლოებით 10-12 წლის ბავშვები იყვნენ - და-ძმა. ბიჭს მალე მობეზრდა დგომა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული. რიგი ნელა მიდიოდა... მეც ფიქრებში წავედი და უცბად ძალიან უხეშმა მიმართვამ გამომაფხიზლა. "აუ, მალე ქენი რა, რა რეგვენი ხარ"! - თავიდან ვერ მივხვდი ვინ ვის ეუბნებოდა მსგავს სიტყვებს, უფრო სწორად დაჯერება გამიჭირდა. დიახ, არ ცდებით, ამ სიტყვებით მიმართავდა პატარა ბიჭი დედას, რომელიც პროდუქტებით იდგა რიგში და ცდილობდა შვილი დაეწყნარებინა. მაღაზიაში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. როგორც ჩანს, მხოლოდ მე არ გამაკვირვა ბავშვის სითავხედემ. ქალს ძალიან შერცხვა, კი უთხრა შვილს უკვე ზედმეტები მოგდისო, მაგრამ ეტყობოდა, რომ მისი სიტყვები არაფერს ნიშნავდა. რამდენიმე წუთში მისი რიგიც მოვიდა, სასწრაფოდ ჩაყარა პროდუქტი პარკში და მაღაზიიდან გავიდა, ეტყობოდა ემოციებს ვეღარ თოკავდა, ბავშვი კი გზადაგზა ისევ ყვიროდა და ილანძღებოდა.
რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ ასეთი დამოკიდებულება დედის, ქალის, ახლობლის და ზოგადად ადამიანის მიმართ? და სად "სწავლობენ" შვილები ასეთ ურთიერთობას? - ძირითადად სახლში. განაგრძეთ კითხვა