ჯერ დასახელებებს ნუ ასწავლით 2,5-3 წლის ბავშვს ფერების გარჩევა უნდა ასწავლოთ. მანამდე ნუ ეცდებით, დროს ტყუილად დაკარგავთ.
1. უყიდეთ პატარას ფერადი კუბები. აიღეთ რომელიმე ფერის და სთხოვეთ პატარას ზუსტად ასეთივე ფერის მოძებნოს. ახლა სთხოვეთ დააწყვილოს ერთი ფერის კუბები. თავდაპირველად გამოიყენეთ 2-3 ფერი. ამ ეტაპზე ბავშვმა ჯერ ფერების გარჩევა უნდა ისწავლოს. ჯერ დასახელებებს ნუ ასწავლით.
2. მას შემდეგ, რაც ბავშვი ერთი ფერის კუბებს უშეცდომოდ დაახარისხებს, მარტივი თამაში შესთავაზეთ: აიღეთ რომელიმე ფერი კუბი და უთხარით, რა ფერისაა და უთხარით მოძებნოს მასეთივე ფერის, თან გაამეორებინეთ: რა ფერია ეს კუბი? პირველ ეტაპზე 1-2 ფერით შემოიფარგლეთ. სწავლისა და დამახსოვრების გაუმჯობესების მიხედვით დაამატეთ თითო ფერის სწავლა.
3. იყიდეთ ფერადი სათამაშოები, მაგალითად, სხვადასხვა ფერის პატარა მანქანები. თამაშის დროს, თავის მობეზრების გარეშე ჰკითხეთ პატარას რა ფერისაა მანქანა, რომლითაც თამაშობს.
4. ფერების სწავლისთვის საუკეთესო გასართობია სხვადასხვა ფერისა და ზომის რგოლებიანი პირამიდა. პირამიდა ააწყვეთ შემდეგი სიტყვებით: ეს რგოლი ეს ფერია, ეს კი ეს ფერი. ახლა აიღეთ რომელიმე ფერის რგოლი და ბავშვს სთხოვეთ დაასახელოს მისი ფერი, თუ სწორია, ჩამოაცვით, თუ არა შეასწორეთ და ა.შ.
5. შეიძინეთ პლასტილინის ნაკრები, გამოძერწეთ მისგან სხვადასხვა ფიგურა და საუბარში ხშირ-ხშირად შეახსენეთ პატარას მათი ფერები.
6. იმისათვის, რომ ბავშვმა ფერები ადვილად დაიმახსოვროს, შეგიძლიათ საბავშვი ჟურნალები შეიძინოთ და პერიოდულად პატარასთან ერთად გადაათვალიეროთ ხოლმე. თავდაპირველად მოუყევით ბავშვს რა ხატია თითოეულ გვერდზე, უპასუხეთ მის კითხებს. დროის გასვლის შემდეგ ახლა ბავშვს ათქმევინეთ რას ხედავს ამა თუ იმ გვერდზე, რა ფერის ნივთებია გამოსახული.
7. კიდევ ერთი მეთოდი, რომლითაც ბავშვს ფერებს ასწავლით ფანქრების, ფლომასტერების (მოგვიანებით საღებავის) და გასაფერადებელი ალბომის შეძენაა.