გაირკვა, რომ სათამაშო დავალებებს ყველაზე კარგად გაართვეს თავი ბავშვებმა, რომელთაც მშობლები მონრეალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ახალი ცოდნის ათვისება, ახლის შესწავლა და შემეცნებითისაკენ სწრაფვა ახასიათებთ ბავშვებს, რომლებსაც დედები მეტ დამოუკიდებლობას აჩვევენ.
ბავშვის გონებრივი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიჩვეულია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას და აქვს საშუალება ამ გადაწყვეტილებების შედეგები მოიმკას.
ჩვენ ვიცით, რომ ბავშვის დამოუკიდებლობას თავისებურებები და შეზღუდვები გააჩნია. მაგრამ დედები ზოგჯერ ზედმეტად ცდილობენ დაიცვან შვილები გარე სამყაროსგან, რის გამოც ბავშვებს შესაძლებლობებს უზღუდავენ. ასეთი მოვლენას ბავშვისთვის სიკეთე არ მოაქვს. უფრო მეტიც, საზიანოა პირველ რიგში, ბავშვის განვითარებისთვის. ის ზღუდავს პატარას და საკუთარ თავში დარწმუნებულობას უქარვებს. უსუსური ბავშვი სრულყოფილად ვერ განვითარდება. ჰიპერზრუნვა გონებრივ განათლებასაც უზღუდავს ბავშვს.
კვლევაში 78 დედა მონაწილეობდა. მათ 3 წლამდე შვილები ჰყავთ. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ბავშვების შემეცნებითი პროცესები. მათ შორის კონცენტრაციაზე, ყურადღებაზე, დაგეგმარებასა და მრავალფუნქციონირებაზე. კვლევას თამაშის ფორმა ჰქონდა. მეცნიერების აზრით, სწორედ თამაშით ვითარდება ბავშვი, უვითარდება მეხსიერება, მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საგანზე იფიქროს.
გაირკვა, რომ სათამაშო დავალებებს ყველაზე კარგად გაართვეს თავი ბავშვებმა, რომელთაც მშობლები დამოუკიდებლობას აჩვევენ. მათ დამოუკიდებლად ბევრი რამის გაკეთება შეეძლოთ და რაც მთავარია, იყვნენ ცნობისმოყვარეები და მიზანსწრაფულები გადაწყვეტილების მიღებაში.
ჰიპერმზრუნველობის ქვეშ აღზრდილმა ბავშვებმა გაცილებით ნაკლები შედეგი აჩვენეს. ისინი არ იყვნენ მზად მიეღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, შეესრულებინათ დავალება უფროსების დახმარების გარეშე.
"მიაჩვიეთ ბავშვები დამოუკიდებლობას. მიეცით ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება. ასწავლეთ პრობლემებისა და დავალებების დამოუკიდებლად მოგვარება. იყავით დარწმუნებული, რომ ბავშვი აქტიურად მონაწილეობს იმ საკითხების გადაწყევტაში, რომელიც მას ეხება." - ამბობს მკვლევარი სელია მატიე-განიე.